Skip to content

მორიგი კვერცხობა ავატარზე

12 March, 2010

ჩემ მიერ შექმნილი სიმპსონისეული ავატარი

მოკლედ, ახლა მივხვდი წინა ჩანაწერში ”ავატარზე” რამდენი კვერცხობა მიწერია. მიუხედავად იმისა, რომ კვერცხობასაც თავისი მუღამი აქვს, მაინც წავშალე ის უბედური პოსტი.

ჰოდა, რისი დაწერა მსურდა. იმ დღეს ლევნამა მითხრა, ავატარზე რაღაც ფსიქოლოგიური გარჩევა გაუკეთებიათ და იმას განიხილავდნენ, ვინ ვისი ავატარი იყოო, ადამიანი ავატარის თუ ავატარი ადამიანისო. კაროჩე, თუ აირიეთ, დაიკიდეთ, ამაზე მაინც არ ვაპირებ წერას. ჰოდა, მაგაზე გამახსენდა, ავატარის, როგორც სიტყვის მნიშვნელობა.

ავატარი არის ინდური სიტყვა და ინდოელნი ხმარობენ მას რეინკარნაციის მაგიერ. აი, მაგალითად, კრიშნას ავატარი, იგივე მისი განსახიერება/რეინკარნაცია დედამიწაზე, ოდესღაც ყოფილა თევზი. ნუ, კრიშნა თავადვე იყო ღვთაება ვიშნუს ავატარი, მაგრამ მაინც, ხვდებით, ალბათ, რასაც ვგულისხმობ. იაჰუ მესენჯერში სურათი რომ გვიყენია, მაგასაც ხომ ავატარს ვეძახით. ვეღაც ფრიად მახვილგონიერი ყოფილა იმ პატარა მართხკუთხა სურათებს ავატარი, იგივე ჩვენივე თავის რეინკარნაცია, რომ დაარქვა. მსგავსი რამ შეიძლება ითქვას ფილმ ”ავატარზეც”, სადაც ეს ადამიანების მიერ მართული ლურჯი გიგანტები მათივე რეინკარნაციები არიან სხვა პლანეტაზე.

მოკლედ, სულ ეს იყო ამხანაგებო.

პ.ს. უი, დამავიწყდა. მაგრამ ჯერ გაფრთხილება: ვისათ ”ბინდი” გევასებათ კითხვა აღარ გააგრძელოთ. იმ დღეს ხელი წამიცდა, მაგის მეორე ნაწილი გადმოვწერე და ვუყურე. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უაზროდ დახარჯული 2 საათი. მაგას სჯობდა უბრალოდ ფანჯარაში მეცქრია მთელი ეს დრო.😐

7 Comments leave one →
  1. 12 March, 2010 1:52 AM

    ჰმმ… უყურე შენ!

    პ.ს.😀

    ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უაზროდ დახარჯული 2 საათი. მაგას სჯობდა უბრალოდ ფანჯარაში მეცქრია მთელი ეს დრო.😐

    (გულისმოფხანის სმაილი) მე პირველი ნაწილის მერე მოერე ნაწილის ნახვის სურვილი არ გამჩენია და ჰოი ღმერთებო, მადლობა მაგისთვის :D:D:D

    პ.პ.ს. ანუ ეს და ვინჩის პროვოკაცია ჩემი რეინკარნაციაა ავატარზე რომ მიყენია?! :D:D:D ლოლ ისე არის მაგაში რაღაც სიმართლის მარცვალი…

    პ.პ.პ.ს. რაღაც არსებობს…😀

    • ჰიუსტონ permalink*
      12 March, 2010 12:55 PM

      პირველი ნაწილი არ მაქვს ნორმალურად ნანახი, ნაწილ-ნაწილ და ალბათ, ამიტომაც მოხდა ის რაც მოხდა!

      მართალი ხარ, რაღაც ნამდვილად არსებობს!

  2. qristine permalink
    12 March, 2010 10:07 PM

    ეემმ..ვთქვაა? კაი..არც ავატარი მაქ ნანახი და არც ბინდი.. და საერთოდ, დროა ფილმების ყურება დავიწყო😐 მგონი..

  3. 17 April, 2010 11:56 AM

    ორივე ნანახი მაქვს. საჭიროა წელიწადში ერთხელ twigჰlight-ისნაირი ფილმის ნახვა. სულიერად იწმინდები. 2 საათი უყურებ ჯოჯოხეთს.

    • 17 April, 2010 8:51 PM

      მაგ ფილმის მერე უფრო დავაფასე ჩემი ცხოვრება😐

  4. 12 May, 2010 8:15 PM

    მინდა გითხრა, რომ მე წავიკითხე შენი პოსტი ავატარზე🙂
    და მგონი კიდევ რამდენიმე, რომელიც ალბათ წაშლილია, რადგან ბლოგზე არ ჩანს.
    და ეს სულ რაღაც გუგლ.რიდერში ბლოგის ჩამატებით.
    ძალიან უცნაურია, მაგრამ გუგლი აიმპორტებს იმ პოსტებსაც კი, რომლებიც წაშლილია მაგრამ ოდესღაც იდო ნეტში:/

    • 26 May, 2010 9:34 PM

      კი, მამაძაღლია ეგ გუგლიც.

      სავარაუდოდ, იმიტომ აჩვენებს, რომ ”თრეშში” გდია და იქიდან წაშლის მერე ალბათ, აღარ გამოჩნდება. არადა, ეგებ არ მინდა რომ ეგ კვერცხობები ვინმემ ნახოს?! ხომ შემელახა სახელი!

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: