Skip to content

არაფრის არსებობის დილემა

30 May, 2010

გენიალურის შექმნის მცდელობა დამთავრებული კრახით, The Limits of Control (2009)

ახლა ვხვდები, რომ პროფესიის არჩევაში დიდი შეცდომა დავუშვი. მეტაფიზიკოსი უნდა გამოვსულიყავი! ჰოჲ, მავანნო მეტაფიზიკისანო, რა ღენიალური ტვინი დაჰკარგეთ თქვენ ჩემი სახით!

ჰოდა, გუშინ საღამოს უსაქმურობის ჟამს ”ნეიშენალ ჯეოგრაფიკს” რომ ვუყურებდი, არაფრის შესახებ დავიწყე ფიქრი (გთხოვთ აღნიშნოთ, რომ წინ უსაქმურობის ჟამი დავწერე). რა ფერია არაფერი? ვაფშე არაფერი რომ არ არსებობდეს, რა ფერი იქნებოდა ეს არაფერი? უმეტესობა გიპასუხებთ სამიდან ერთ-ერთს: შავი, თეთრი, რუხი. სამივე პასუხი მცდარია. თუ დავფიქრდებით, არაფერი თავის თავში გამორიცხავს რაიმე ფერის არსებობას (არც ფერია და არც ერბო კვერცხი). შესაბამისად, მას ვერც ვერაფრის ფერი ექნება. გთხოვთ აღნიშნოთ, რომ შავი არის სიბნელის ფერი და სიბნელე არ ნიშნავს არაფერს. არაფერში არც სიბნელეა და არც სინათლე. აქედან გამომდინარე, თუ არაფერი არაფერის ფერია, ე.ი. იგი არის გამჭვირვალე!!!

მაგრამ აი, მთელი ოხრობაც აქ არის ჩამალული. რაიმე გამჭვირვალე რომ იყოს, იგი უნდა წარმოადგენდეს რაღაცას, ეს კი უკვე აღარ ნიშნავს არაფრის არსებობას. გამოდის, რაღაც მაინც არსებობს თუ იგი გამჭვირვალეა! შესაბამისად, არაფერი არაფრის ფერი არ არის და ასეთი ფერის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რადგანაც იგი არ არსებობს.

მეტსაც გეტყვით, არაფრის არსებობაც შეუძლებელია. არაფრის არარსებობის ნაცვლად, ასევე წარმატებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაფერი არსებობს ანუ [არაფერი არ არსებობს]=[არაფერი არსებობს]. მაგრამ არსებობისთვის აუცილებელია, რომ არსებადი საგანი ისევ რაღაცას წარმოადგენდეს. არსებადი საგანი არაფერი ვერ იქნება, რადგანაც არაფერში არაფერი არ არსებობს.

აქედან გამომდინარეობს ბრძნული დასკვნა, რომ არაფრის არსებობა შეუძლებელია და რამეთუ, მისი არსებობა არის შეუძლებელი, არაფრის ფერიც არ იარსებებს.

აჩვენეთ ეს თეორია მეტაფიზიკოსებს და იქნებ ნობელის პრემიას გამოვკრა ხელი.

თუ ვერაფერი გაიგეთ, გილოცავთ, თქვენ არ გემუქრებათ ”nerd-ობა” და ნობელის პრემია.

6 Comments leave one →
  1. 3 June, 2010 11:37 AM

    არაფერი რომ არ არსებობდეს ფერიც არ იარსებებდა რა თქმა უნდა. შესაბამისად ეს კითხვაც არ იქნებოდა სწორი. .ფერი ჩნდება მას შემდეგ რაც სამყაროში ჩნდება მატერია ფ>>ს ფერი ეკუთვნის სამყაროს თუ სამყარო არაა ფერიც არაა .

  2. სანდრო permalink
    3 June, 2010 6:39 PM

    euuf…

  3. 7 June, 2010 6:14 PM

    I decided to film something… A movie, nobody would understand. Crazy and boring movie for crazy people. If you have no whiskey to drink. If you have no friend to talk with. If you have no girl to fuck. If you have no book to read. If you have no TV to watch some Jerry Springer. If you have nothing to lose. If you have nothing to do. ABSOLUTELY nothing to do. Than you can watch this movie. Go on. Enjoy.
    Jim Jarmusch

    • 24 June, 2010 11:46 PM

      კი! ზუსტად ეგააა. კარგია რომ თვითონაც მიხვდა!

  4. 28 July, 2010 11:18 PM

    გამაღიმა, გამახალისა და არაფრის არარსებულ ფერზე დამაფიქრა კიდეც😀

  5. 20 August, 2010 1:29 PM

    ამაზე რამდენჯერ მიფიქრია, რამდენჯერ……. აქ კი ჩემი ფიქრები დამხვდა ჩამოყალიბებული და რაღაც სისტემურად მოწყობილ-დალაგებული, კარგი ნაფიქრალ-ნააზრევია და ლოგიკურად დალაგებული. მომეწონა მე ეს პოსტი, ზუსტად ჩემი ფიქრებისნაირია ….

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: