Skip to content

იზენგარდი დაიდო

3 July, 2010

მძიმე სამუშაო დღის შემდეგ დუტუ რუსთაველზე არხეინად მიგორავდა თავისი ”ნოლ შვიდით”. დაღლილი და დაქანცული იგი სახლისაკენ მიემართებოდა, როდესაც ტროტუარზე ორი ჰობიტი შენიშნა. ერთობ დაინტერესებულმა დუტუმ მანქანა ოპერის ჩასახვევთან მიაყენა და ფანჯრიდან თავი გადაყო. ”საით მიბრძანდებით, ბატონებო”, გასძახა მან ჰობიტებს. მას ერთი ჰობიტი მიუახლოვდა და რქუა: ”შორი გზიდ მორდორს მივდიოდით, მაგრამ ვგონებთ, არასწორ გზასა ვადგავართ. ხომ ვერ მიგვასწავლიდით, კეთილო ბატონო, საით ძევს მორდორი?” დუტუ შეიშმუშნა, მან არ იცოდა სად იყო მორდორი. ცოტა ყოყმანის მერე კი მიუგო: ”შვილებო, მორდორი ჩრდილოეთით უნდა იყოს; აგერ, შუა გმირთა მოედანზე იზენგარდი აღმართეს წეღან და სანამ ორკები გამოუშვიათ მზიურის გასაჩეხად, გირჩევთ იჩქაროთ, თორემ ხომ იცით, მერე ესტაკადა გზას განტვირთავს და მორდორს შეგიძლიათ დაემშვიდობოთ!” ჰობიტებმა დუტუს მადლობა გადაუხადეს და გადასასვლელში ჩავიდნენ.

-ხალხური ზღაპარი

იმ დღეს 57-ით სახლში ვბრუნდებოდი. ის იყო გმირთა მოედანზე გამოვედით, რომ თვალებს ვერ დავუჯერე. გმირთა მოედანზე იზენგარდი დაიდო! აი, ზუსტად ისეთი, ”ბეჭდების მბრძანებლის” ფილმში რომ არის! თან გარემოც როგორ ზუსტად შეურჩევიათ: გარშემო სიმრგვალე, მუშები მზისაგან გაშავებულნი მტვრიან სტაფილოსფერ კომბინიზონებში ორკებსა ჰგავდნენ, იქვე გაჩეხილი მზიურიც და განწირული ზოოპარკიც ბანს აძლევდა საიზენგარდო გარემოს.

ინდუსტრიული ელემენტებით, თაკარა მზეზე მანქანების ღრიანცელში გახვეული იზენგარდი ამაყად იდო გმირთა მოედანზე. ერთადერთი სარუმანი აკლდა იქაურობას, თუმცა ჯერ გვიანი არ არის. მაგის ჩამოტანაც შეიძლება იტალიიდან. მოკლედ, ამ ტურისტების მოსაზიდად რას აღარ შვრებიან-მეთქი, გავიფიქრე.

მეორე დღეს ისევ ჩავუარე ქართულ იზენგარდს და ამჯერად კიდევ უფრო დავრწმუნდი მის იზენგარდობაში. მესამე დღეს იგი ღამით ვიხილე. გაოგნებული დავრჩი, თუ რაოდენ დიდი ზიანის მოტანა შეუძლია მელნისფერ და ყვითელ ნათურებს. ეს ბუმბერაზი შენობა ცირკის მიშენებას უფრო ჰგავდა ვიდრე ტოლკიენის მიერ აღწერილ ორთანკს. მეოთხე დღეს ვეღაც შუა ხნის კაცი მზიურის მიმართულებით გაჰყვიროდა, ორკები გამოუშვით, ფარჩაკებოო.

მეხუთე დღეს მითხრეს რომ ეს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალი ყოფილა. კი შემრცხვა, მაგრამ რა ვიცი, ჩემთვის მაინც იზენგარდია.

8 Comments leave one →
  1. 4 July, 2010 7:31 PM

    საინტერესო მიგნებაა😀 იზენგარდი ლოლ

  2. 6 July, 2010 12:17 AM

    ბარად-დური, მეგობრებო, ბარად-დური🙂

    http://springator.livejournal.com/34126.html

  3. 8 July, 2010 2:05 AM

    არ გავს მიშა იმ ადამიანს, ბეჭდების მბრძანებელი რომ აქვს წაკითხული.
    ვერც მაგსიგრძე ფილმს გაუძლებდა.
    ასე, რომ როგორც ფილმებში წერია ხოლმე:
    “ყველა მგავსება რეალურ პიროვნებებთან შემტხვევითია”

  4. 8 July, 2010 2:06 AM

    ჰოდა, ისა – “სიკვდილის ვარსკვლავს” არ ააშენებენ, ნეტა?
    ბათუმის ბულვარს მოუხდებოდა!

  5. 10 July, 2010 1:34 PM

    საინტერესო შედარებებიააა. აქამდე არ მიმიქცევია ყურადღება

  6. 8 August, 2010 11:50 AM

    ისე მგონი მართლა დიდია მსგავსება

  7. Di@ permalink
    23 February, 2011 9:48 PM

    ვაიმე, რამდენი ვიცინე! საღოლ!

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: