Skip to content

როდესაც თბილისი დაემსგავსა ლონდონს

23 September, 2010

გაფრთხილება 'იქიდან'

გუშინ თუ გუშინ წინ ლექციებიდან მიღლილი ძალიან მძიმე ჩანთით შინ ვბრუნდებოდი. სახლში მისვლა ფეხით ვამჯობინე, რამეთუ ავტობუსმა გამასწრო და შემდეგის დალოდებას ისევ იმ უბედურ კიბეზე აფოფხვა მერჩივნა. ჯერ კიბემდე არ მიმეღწია, რომ ერთი რეკლამა გამახსენდა. თქვენც გემახსოვრებათ, ალბათ და თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, თბილისის ქუჩებში ერთ დროს გამოკრული დიდი ‘ბილბორდები’ ნაგვის სანაგვე ყუთში ჩაგდებაზე მოუწოდებდა მოსახლეობას და სანაცვლოდ ქალაქის ლონდონს, პარიზსა თუ ბერლინს დამსგავსებას ჰპირდებოდა. მაშინ, მახსოვს, ვიფიქრე, ასი წელი ლონდონს ვერ დავემსგავსებით-მეთქი, მაგრამ მალე შევნიშნე, რომ ქუჩაში დაყრილი ნაგვის რაოდენობამ იკლო. ხალხმა გამოფხიზლება დაიწყო, ყველას მოუნდა უკეთეს, უნაგვო გარემოში ცხოვრება, სუფთად, წყნარად, კარგად, სპეტაკად. იმედი მომეცა.

თუმცა, განა ცხოვრება რამეთი დატკბობას გაცდის?! გუშინ თუ გუშინწინდელ დღეს ჩაკვდა ტკბობა ჩემი. კიბემდე არ ვიყავი მისული, რომ დავინახე, მოპირდაპირე ტროტუარიდან გოგონა გადმოდიოდა. როდესაც გზა გადაკვეთა, ნაყინი, რომელიც ხელში ეჭირა, შეფუთვიდან ამოიღო და ეს შეფუთვა მშვიდად, წარბშეუტოკებლად ძირს დააგდო. არადა დიდი რკინის სანაგვეები რომ არის, ზუსტად ისეთი ორი ნაბიჯის დაშორებით იდგა.

– უკაცრავად, გოგონი, მგონი ნაგავი, დაგივარდათ, – ვუთხარი მე.
– რა ბრძანეთ? – გოგონამ გაკვირვებით შემხედა.
– ნაგავი დაგივარდათ-მეთქი, – კიდევ ერთხელ გავუმეორე და თვალებით ნაყინის ასფალტზე დაგდებულ შეფუთვაზე მივუთითე.
– მერე?
– აიღეთ, არ გინდათ? თქვენია, – გავუღიმე მე.

მერე როგორ გაგრძელდებოდა ისტორია არ ვიცი, რადგან ეს დიალოგი მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში მოხდა. თუმცა, დასასრულს მნიშვნელობა არც აქვს. ფაქტი ისაა, რომ თბილისი ლონდნოს იქამდე ვერ დაემსგავსება, სანამ ლონდონში ყველა ლონდონელი ნაგვის ძირს დაყრას არ დაიწყებს!!!

16 Comments leave one →
  1. 23 September, 2010 5:37 PM

    ეგ წარწერა არასრული მგონია.
    აი,ასე უნდა იყოს:

  2. 24 September, 2010 12:39 AM

    ბოლო კაი იყო… აი საღოლ…🙂 გოგონა ბოლოს გიჟად შეგრაცხავდა, მის სუფთა ქართულ ადამიანურ უფლებებს შეეხე🙂

  3. 29 September, 2010 10:51 PM

    მე ვფიქრობ, ბოლოს და ბოლოს გამოსწორდება სიტუაცია.

    მე მგონი დღეს ბევრად ნაკლები ადამიანი ყრის ნაგავს ქუჩაში, ვიდრე რამდენიმე წლის წინ . . .

    • 22 February, 2012 6:48 AM

      არ გამოსწორდება , ღორულ ცხოვრებას მიეჩვია ხალხი

  4. Tornike permalink
    15 November, 2010 4:36 AM

    ბრწყინვალე ფინალური ფრაზა იყო : )))

  5. 29 December, 2010 12:54 PM

    ჩემმა ძმაკაცმა უთხრა ერთ ქალს, ქალბატონო რაღაც დაგივარდათო და მაგრად გალანძღა რა ახალგაზრდობა მოდისო :)))))

  6. 13 January, 2011 12:34 AM

    ფინალური ფრაზა მეც მომეწონა :)))

  7. 23 January, 2011 7:10 PM

    sad daikarge?

  8. 17 March, 2011 4:49 PM

    ჰო აბა სუ ლონდონია =/

  9. 24 March, 2011 12:44 AM

    saintereso postia

  10. 30 August, 2011 12:36 AM

    გამარჯობათ,

    მე ვარ ბლოგ http://www.igeorgia.org -ის ავტორი ქარიმან ქიმაძე. მაინტერესებს ხომ არ დაგაინტერესებდათ ლინკების გაცვლა? თქვენ ბლოგროლში დაამატებდით ჩემი საიტის ლინკს, მე კი footer-ში თქვენი საიტის ლინკს.

    ველი თქვენს გამოხმაურებას. ჩემი ელფოსტაა: info@igeorgia.org

    პატივისცემით,
    ქარიმან ქიმაძე

  11. 13 October, 2011 12:23 PM

    ra wesic ar unda shemoigon nagvavs mainc dayrian aq. didi dro chirdeba amis gamosworebas.

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: