შიგთავსზე გადასვლა

მშვიდობით საერო გმირო

28 დეკემბერი, 2011

აფერუმ!

წუთისოფლის ბრუნვისაგან დანაღვლიანებული და სევდიანი გავემართე შინისაკენ, რამეთუ მეჭამა და შემდეგ ნეტარ ძილს მივცემოდი. ავტობუსში ავედი, ცარიელ ადგილს მივაშურე და მიზანდასახული მზერა ფანჯრიდან გავტყორცნე.

შემდეგ გაჩერებაზე ოცამდე ადამიანს მოეყარა თავი. წარბებშეკრულნი მისჩერებოდნენ გზას. ზოგი თითის წვერებზე დგებოდა, რათა უკეთ დაენახა მომავალი მანქანები. ავტობუსი გაჩერდა და ხალხმა ჩასვლა დაიწყო. კონტროლიორი ნაღვლიანი სახით ამოვიდა, იკითხა, ბილეთები გაქვთო, პასუხს არ დაელოდა და ჩავიდა. გაჩერების მარცხნივ მდგარ ჯიხურზე გამოჭიმული იყო შვიდციფრა თანხა. რეკლამა ღაღადებდა, ამ შვიდციფრა თანხის ბატონ-პატრონი სწორედ ის გახდებოდა, ვინც ლატარეის გათამაშებაში ექვსივე ციფრს სწორად ამოიცნობდა.

და მეც დავფიქრდი. ექვსი ციფრის ამოცნობა ოცდატექვსმეტიდან. ჰმმ… ვგონებ, იღბალი საკმარისად მაქვს, მოვიგებ და ავაშენებ ქვეყანას, დავეხმარები ხალხს, დავარიგებ პენსიებს, გავფრინდები მთვარეზე, ავაღორძინებ ეკონომიკას, დავიბრუნებ ტერიტორიებს, მეტალიკას ჩამოვიყვან საქართველოში, ავაშენებ ქარხნებს, დავასაქმებ უმუშევრებს, დედას ვუტირებ ინფლაციას, მოვერევი უცხოპლანეტელებს, გავხდები სახალხო გიმირი და მერე იქნებ აღარასდროს მომიწიოს აქოთებული მარშრუტკებით გადაადგილება.

ჩემი იღბლის კოეფიციენტის დასადგენად კალკულატოს მივმართე და მცირედი გამოთვლების შემდეგ დავადგინე, შანსი იმისა, რომ ოცდათექვსმეტი რიცხვიდან ექვსივეს სწორად გამოვიცნობ არის 0,0000005.

2 Comments leave one →
  1. ჯორჯ პაიკი permalink
    29 დეკემბერი, 2011 1:04 AM

    კოსმიურო! 🙂 მაინც რას ნიშნავ ძველი ბლოგერი. :))

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: