გაყოფის შედეგად მიღებული ნაშთები

ინფორმაციული ღვარცოფი
ერთ დღესაც მივხვდი, რომ ყველა გაცილებით მეტს მეუბნება, ვიდრე მინდა ან მჭირდება და საბოლოოდ, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჰომო-თქვენ-რა-იფიქრეთ-საპიენსთა კომუნიკაცია უბრალო ინფორმაციის გაცვლა კი არა, არამედ, ბრძოლაა, სადაც თითოეული მხარე ცდილობს საკუთარი უპირატესობა პირდაპირ თუ ირიბად წარმოაჩინოს. უპირატესობა შეიძლება გამოიხატოს როგორც დადებითად (”მე შენზე უკეთესი ვარ”), ასევე უარყოფითად (”მე შენზე ვარესი ვარ”) და ყველა შემთხვევაში ერთ მიზანს ემსახურება: აჩვენოს ავტორის პიროვნების კონკრეტული მხარე ან თვისება. აბა, განა სხვა რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს იმის თქმა, რომ გუშინ საღამოს საჯდომში-პერო-გასარჭობ ადგილზე რაღაც ოუ-მაი-გოდ-დაცემა კაფეში ბორშჩი ჭამე, ან დასასვენებლად მწვანე კონცხს კანები (აქ: კანი, კურორტი საფრანგეთში) სჯობს, როდესაც ამას არავინ გეკითხება. ჰოჲ, ამებავ. უფრო სწორად, ამაოებავ.
მოკლედ, ეს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ დღესაც გადავწყვიტე ერთი ნაცნობისთვის მეკითხა, ნახა თუ არა ”ბეჭდების მბრძანებლის” ბოლო, ყველაზე ეპიკური ნაწილი. პასუხად კი რაღაც ინფორმაციული ღვარცოფი მივიღე.
კითხვა დავსვი: ”ნახე ბეჭდების მბრძანებლის ბოლო ეპიკური ნაწილი?”
მოსალოდნელ პასუხთა ალტერნატივა: ”კი” ან ”არა”
რეალური პასუხი: ”მე და სინდი ვიყავით მაგაზე წასული ბოსტონში კინოთეატრში და ძაან მაგარი იყო.”
დასკვნა: ”კი” (ასე თუ ისე გავიგე, რაც მაინტერესებდა; ოღონც, ცოტა გაუგებარია, რა იყო მაგარი: ფილმი თუ სინდისთან ერთად კინოში წასვლა)
ინფორმაციული ღვარცოფი: ნამყოფია ბოსტონში და ასევე ამ ქალაქის კინოთეატრში; იცნობს ვინმე სინდის, ვისთანაც ერთად წინარეხსენებულ ადგილას იყო წასული.
ნებსით თუ უნებლიედ ნაცნობმა იმდენი ინფორმაცია მომაყარა, რაც საერთოდ მისდღემჩი არ დამჭირდება. ამ დღის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდი, თუ რას მეუბნება ხალხი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ თითქმის ყველა ეგოისტი ტრაკია, რომელიც კონვერსაციის განმავლობაში სიტყვა ”მე”-სა და საკუთარი თავის კუნვნილებით სიტყვას თითქმის ყოველ წინადადებაში იყენებს. აფერუმ, რა ვუყო, რომ ბევრი სისულელე დღემდე მახსოვს (მაგ., რა ღირდა მარიამის შანელის ბოტები (რატომ, ღმერთო, რატომ?!!)), ხოლო ასე საჭირბოროტო ნიუტონის მესამე კანონი კი ხანდახან მაინც მაივწყდება ხოლმე.