მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა

მამილო
მანანას ბიჭმა იკეადან შვედური ოჯახი გამოიწერა. ჩამოვიდა ერთი ქერა ბიჭი და ორიც შავთმიანი გოგო. ხოლო რადგანაც მანანას ბიჭი სწორედ ბედნიერი მეათასე გამომწერი აღმოჩნდა, შვედურ ოჯახს სუვენირად თან მოჰყვა შვედური მამა გუსი.
შვედური მამა იმ შვედთა რიცხვს მიეკუთვებოდა, რომელთაც თავად შვედებიც კი შვედებად მოიხსენიებდნენ. “რომელ გუსზე ამბობ, ჰა?” იკითხავდა ერთი შვედი საუბრისას. “აი, იმაზე, შვედი რომაა!” მიუგებდა მეორე და ამით უკვე ნათელი იყო, თუ რომელი გუსი იგულისხმებოდა. შვედური მამა შვედურად დადიოდა, შვედურად მიირთმევდა, შვედურად სვამდა წყალს და საერთოდაც, შვედურად ცხოვრობდა. მას გარშემო ყოველთვის ერტყა შვედური ატმოსფერო, რომელიც ყველგან თან დასდევდა, სადაც არ უნდა წასულიყო. შვედური გულუბრყვილობაც მისი განუყრელი თანამგზავრი გახლდათ. ერთხელ შვედური მამა ორ რუსს შეხვდა, რომლებმაც ხუმრობით უთხრეს, ბებიასთან ორი მხიარული გუსი ცხოვრობდაო, ერთი თეთრი, другой белый, два весёлых Гуса. და შვედურ მამასაც სჯეროდა თეთრი და რუხი გუსის ამბის.
ერთხელ შვედური მამა უცნაურ სუფრაზე მოხვდა. მართხკუთხედ მაგიდაზე საჭმელი არ იდო. არც სასმელი. ფარდები ჩამოფარებული იყო და გარშემო მხოლოდ საგულდაგულოდ დაწყობილი სანთლები ანათებდნენ სიბნელეს. ერთ მხარეს თერთმეტი მამაკაცი იჯდა, მათ შორის შვედური მამა; მეორე მხარეს კი თორმეტი ქალბატონი. მაგიდის თავში ერთი ცარიელი სკამი იდგა. ოთახი პატარა იყო, ხრუშჩოვკა. ქალებმა და მამაკაცებმა ერთმანეთს გადახედეს, რაღაც წარმოუდგენლად გრძელი არაშვედური სიტყვა წარმოთქვეს და უეცრად ოთახი იმდენად გაიზარდა, რომ კედლებისა და ჭერის დანახვა შეუძლებელი იყო. ოთახის ერთ-ერთ ბოლოში შვედურმა მამამ დიდ შავ კარს მოჰკრა თვალი, რომელიც ნელა გაიღო და იქიდან წარმოსადეგი ჭარმაგი მამაკაცი გამოვიდა. იგი თავში მდგომ სკამზე დაჯდა, გარშემომყოფთ თავი დაუკრა და იკითხა, “რატომ გვეწვია შვედური მამა ჩვენ სტუმრად?” მის გვერდით მჯდომმა ქალბატონმა უმალ მიუგო, “შვეუდრი მამა აქ თავისი ნებით მოვიდა.” ჭარმაგმა მამაკაცმა შვედურ მამას გახედა. შვედურმა მამამ, იმის ნიშნად რომ ქალბატონის ნათქვამს სრულიად ეთანხმებოდა, თავი დააქნია. “მაშ, რადგანაც თქვენი ნებით მოსულხართ, მითხარით რა გსურთ იცოდეთ?” დასძინა ჭარმაგმა კაცმა. შვედურმა მამამაც არ დააყოვნა და იკითხა “რა მოხდება, თუ ხვალ სეტყვა მოვა?” “თუ მოვა სეტყვა, დახვდება ქვა,” იყო პასუხი.
შვედური მამა დიდხანს არ დარჩენილა შვედეთს მოწყვეტილი და მალევე დაბრუნდა უკან, თავის შვედურ ქვეყანაში. ყველაფერი ძველებურად, შვედურად მიდიოდა. ერთხელაც, მოვიდა სეტყვა და როგორც შვედურ მამას ჭარმაგმა მამაკაცმა უთხრა, მას დახვდა ქვა.
ბოლოსიტყვაობა: მათთვის, ვისაც აინტერესებს, საიდან დაიბადა ამ აბსურდული ისტორიის იდეა. წინა შაბათს უძილობამ შემაწუხა. რა არ ვცადე, ცხვრები ვითვალე, სპაიდერმენები ვითვალე, ასამდე დავთვალე, ნელა და ბოლოს ეს ისტორია მოვიგონე, რომლიც მოგონებისას საბოლოოდ ჩამეძინა იმ ადგილას, როდესაც ჭარმაგი კაცი მაგიდას მიუჯდა. ისტორიის გაგრძელების რეკონსტრუქცია თავადვე, უკვე ფხიზელ გონებაზე მოვახდინე. გმადლობთ, რომ ყურადღება დამითმეთ და არა, ის 5 წუთი, რომელიც ამის კითხვაზე დახარჯეთ უკან არ დაგიბრუნდებათ.
:დ :დ :დ
დვა ვესიოლიხ გუსა – ააააააა, კაი რამეა!!!
არა, ამ იკეამ გაგვაჩანაგა, რაღა კოკა–კოლა და მაკდონალდსი გინდა!
არ თქვა, არა. მაგათ სოროსი აფინანსებს 😀
ვაჰ… არადა, მე მეგონა დახურე ბლოგი ნა^უი 🙂
I’m really enjoying the theme/design of your
web site. Do you ever run into any web browser compatibility problems?
A few of my blog readers have complained about my blog not operating
correctly in Explorer but looks great in Opera. Do you
have any ideas to help fix this problem?
Hi there! This is my first comment here so I just wanted to give a
quick shout out and tell you I really enjoy reading
your blog posts. Can you suggest any other blogs/websites/forums that deal with the same subjects?
Many thanks!
Hi everybody, here every one is sharing these experience, so it’s pleasant
to read this weblog, and I used to pay a visit this weblog everyday.
We stumbled over here different web address and
thought I might as well check things out. I like
what I see so i am just following you. Look forward
to looking over your web page for a second time.