შიგთავსზე გადასვლა

ჰიუსტონ

ამ ბლოგის ავტორი, ჰიუსტონ, როგორც ასეთი, არ არის უდიადესი და ბუმბერაზი არსება. იგი არც ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანივით გამოიყურება, დადის, ჭამს, სვამს და უხარია. იგი არის კოსმიური ჯვაროსანი, რომელიც დედამიწაზე მხოლოდ ერთადერთი ციური მისსიით იქნა წარმოგზავნილ და რომელიც მის დასრულებამდე ამ პლანეტაზე გაატარებს დროის გარკვეულ მონაკვეთს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ასაკი ადამიანთა დროით განუზომელია, იგი ახალგაზრდული სულისკვეთებით აღსავსე გახლავთ.

ჰიუსტონს განსაკუთრებულად უყვარს ტკბილეულის მირთმევა, რაც  ზოგადად კოსმიურ ჯვაროსანთა დამახასიათებელი თვისებაა. მას ასევე სიამოვნებას ჰგვრის ველოსიპედზე ჯდომა, ძილი, ფეხით სიარული, თოვლი, ლობიოს ჭამა, არაფერზე ფიქრი და ტრანსპორტით მგზავრობისას ფანჯარაში დაჟინებულად ცქერა. მას ასევე გულს ეფონება ადამიანთა მოსმენა და თვალყურის მიდევნება.

როგორც ყველა კოსმიურ ჯვაროსანს, ჰიუსტონს ნაკლებად უყვარს არაჟანი. აგრეთვე, მცირედ სასიამოვნო აქტივობათა სფეროში ხვდება თავის თავზე თხრობა, განსაკუთრებით მესამე პირში (რასაც იგი ახლა აკეთებს) , მტვრის გადაწმენდა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, ხიდიდან გადაფურთხება და მზეზე დგომა.

თავისუფალ დროს იგი ტელევიზორს უყურებს და კაცობრიობის კეთილდღეობაზე ზრუნავს.

Space Crusader

30 Comments leave one →
  1. სანდრო permalink
    16 მარტი, 2009 3:20 PM

    ეს რა ვიპოვეე 😀
    კიდევ ერთი ახალი საიტი ჩემი rss-სთვის 🙂
    აქამდე რატომ არ ვიცოდი ამის შესახებ?

  2. 18 ივლისი, 2009 9:50 PM

    და რატომ “ჰიუსტონ”? საიდან მოვიდა ეგ უზერნეიმი?

    ისე, თავის დანიშნულებას ასრულებს და საკმაოდ დამაინტრიგებელია 🙂 მეც თავიდან სწორედ “ჰიუსტონმა” დამაინტერესა და ასე მოვხვდი ამ ბლოგზე 🙂

    • 21 ივლისი, 2009 6:01 PM

      Houston, იგივე ჰიუსტონ, ნასას კოსმიური ცენტრის სახელია. კოსმონავტები კოსმოსიდან ნასას ამ სახელით იძახებენ.
      ბავშვობაში ასტონომიით ვიყავი გატაცებული და კოსმონავტი მქონდა მეტსახელი. მერე რამდენიმემ ჰიუსტონიც დამიძახეს და მეც მომეწონა ახალი სახელი – კოსმონავტს ჰიუსტონი ჯობია-მეთქი და აი, ასე მოხვდა ეს მეტსახელი ბლოგზეც! :-p ახლა შეცვლა მინდა, მაგრამ ჯერ არ ვიცი რითი…

  3. 19 თებერვალი, 2010 3:53 PM

    shentan blogeruli intervius gaketebis idea maqvs da meili versad vnaxe ro iq momecera :S
    da verc sxva sakontaqto sshualeba,xoooda, shemexmiane ra ramenairad..da sula r mindoda aq komentaris gaoftikeba,shegizlia cakitxvistanave moashto 🙂

  4. 18 აპრილი, 2010 1:44 AM

    ეს ის ხუანია? მონიკას ხუანი? თუ მეშლება? 😀

  5. 30 ივნისი, 2010 3:09 PM

    ერთ–ერთი საუკეთესო ბლოგი რაც კი მინახავს
    სიმართლე გიტხრა ნამდვილად არ მეგონა რო მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყავი, ძირითადად კაცებს ახასიათებს ასეთი კარგი ჰიუმორი
    აწი ხშირად შემოვტანტალდები ხოლმე 😀

  6. 7 ივლისი, 2010 2:01 PM

    მევასები ჰიუსტონ : ))))))))))))

  7. 1 თებერვალი, 2012 11:09 PM

    მოკრძალებული სალამი, ჰიუსტონს, ბიოს ბლოგიდან )))

  8. 13 მარტი, 2012 9:33 PM

    ბარაქალა, ჰიუსტინ, ბარაქალა. ძალიან კარგი ბლოგი გაქვს. დასანანია, ბოლო ხანებში ცოტა პოსტს რომ დებ.
    რაღაც მაინტერესებდა და იმედია, შენ დამეხმარები.
    კოსმიურ ჯვაროსნებს ფეხბურთთან რა დამოკიდებულება აქვთ?
    ძალიან ზოგადადაც არ ღირს ახსნა. ძირითადად, ის მაინტერესებს, რომელი გუნდის გულშემატკივარი ხარ. ერთი მცირედი დაკვირვება ვაწარმოე და მისი შედეგების დასაზუსტებლად მინდა შენგან შველა.
    დამეხმარები?

    • 20 მარტი, 2012 2:20 PM

      ფრიად გმადლობთ. გუნდური ფეხბურთის გულშემატკივარი არ ვარ. მხოლოდ ნაკრებებს ვგულშემატკივრობ, ისი მსოფლიო ჩემპიონატებზე და რაც თავი მახსოვს, ყოველთვის გერმანიას ვუჭერდი მხარს, გარდა იმ ერთი შემთხვევისა 1998 წელს, როდესაც ჩემპიონი საფრანგეთი გახდა.

  9. 21 მარტი, 2012 5:49 PM

    ჰიუსტონ, ხელმოწერები რომ ავაგროვოთ, წერას განაგრძობ?
    რამდენი დაგჭირდება?
    კარგი ჰო, თუ არ გინდა, არ დაგაძალებთ.

  10. 4 ივნისი, 2012 6:45 PM

    წყალი არ არის უფასო, მითუმეტეს, რომ უნდა მოუშვა! 🙂

    • 5 ივლისი, 2012 3:50 PM

      მართალია, მაგრამ ნაგავს მაინც არ წერს.

      • 5 ივლისი, 2012 3:58 PM

        ჰაჰააა )))
        მამაჩემი “ბათუმის წყლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების დირექტორია, და იმ ხალხათ უწევს ხშირი შეხვედრა, ვინც უმტკიცებს, რომ წყალი უფასოა..
        იმ წყალს მერე დასუფთავება ანუ გაფილტვრა უნდა და მთელი ამბები..
        მოკლედ, წყალი არ არის უფასო!! დდ

  11. ravici kaco permalink
    3 დეკემბერი, 2012 11:59 PM

    FB ze gevrdi ar gaqvs ?? shgeqmeni tu ar gavqs da ufro xshirad shemovblayundebi shen sgverdze, ( ufro tvalshi momxvdeba xolme r atore is googles imedze und aviyo rodis amomigdebs shens blogs raime sadziebo sityvaze :d )

    • 13 დეკემბერი, 2012 1:34 AM

      ფბ გვერდის გახსნას სიზარმაცე არ მანებებს 😀 ამიტომ თავს იმით ვიმშვიდებ, ყველა ჭეშმარიტი ადამიანი თავისუფლად მოაგნებს ამ ბლოგს, ფეისბუკითა თუ მის გარეშე.

  12. 15 მარტი, 2013 11:02 PM

    მეც მინდა კოსმიური ჯვაროსნობა o.O

  13. schmattyL permalink
    29 იანვარი, 2022 9:20 AM

    შემთხვევით გადავაწყდი ამ ბლოგს, ეს რაღაცის ნიშანია 😂

ბოლოსიტყვაობა