შიგთავსზე გადასვლა

16 საინტერესო ფაქტი, რომელიც, სავარაუდოდ, არ იცოდით

7 მარტი, 2009

(და ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ გეცოდინებათ)

1. ტიტანიკი იყო პირველი გემი, რომელმაც გამოიყენა SOS შეტყობინება.

2. სიცილი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხსნის სტრესს. 6 წლის ბავშვები დღეში საშუალოდ 300 ჯერ იცინიან, როდესაც ზრდასრული ადამიანები, 15-100-ის ფარგლებში.

3. როდესაც ვუსმენთ ნიჟარას, ჩვენ ოკეანის ხმა კი არ გვესმის, არამედ საკუთარი სისხლის მოძრაობის ხმა, რომელიც ყურში, ვენებში გადის.

4. ღამურები ყოველთვის მარცხნივ მიფრინავენ, როდესაც გამოქვაბულიდან გამოდიან.

5. მამაკაცების საროჩკას ღილები მარჯვენა მხარეს აქვს, ქალებისას – მარცხენა. (რას არ გაიგებ! წავიდე, ჩემი საროჩკები შევამოწმო.)

6. ბუ ერთადერთი ფრინველია, რომელიც თვალის ზედა ქუთუთოს ახამხამებს.

7. მიზეზი იმისა, რომ თაფლი ასე ადვილი გადასამუშავებელია ისაა, რომ იგი უკვე ფუტკრების მიერაა გადამუშავებული.

8.  ყველთვის, როდესაც ამთქნარებთ, თქვენი ტვინის უჯრედები კვდებიან. (დამამთქნარა. ხსოვნა იყოს…)

9. ტომი და ჯერის დასაწყისში რომ ლომი ბღავის, ვოლნეი ჰქვია.

10.  მილიონნულიან რიცხვს გუგლი (google) ჰქვია.

11.  ტიტანიკის აშენება 7 მილიონი დოლარი დაჟდა. კინოს გადაღება ამავე დასახელებით – 200 მილიონი.

12.  როდესაც ძვლებს ატკაცუნებთ, ამ დროს სახსრებში ნიტროგენის გაზის ბურთულები სკდება. (შედეგად, სასიამოვნო ტკაცუნიც.)

13.  თასმების (ზონარების, ტისონკების) ბოლოში რომ მაგარი რაღაცეებია, მაგათ აგლეტები ჰქვია.

14.  კოლგეიტი (Colgate) ესპანურად ნიშნავს ”წადი, თავი ჩამოიხრჩე”.

15.  ქალები ორჯერ მეტს ახამხამებენ თვალს, ვიდრე კაცები.

16.  თუ ქანდაკებაში ცხენს ორივე წინა ფეხი ჰაერში აქვს, მასზე მჯდომი ადამიანი (ვისი ძეგლიცაა ეს სინამდვილეში) ომში დაღუპულა. თუ ერთი წინა ფეხი აქვს აწეული – ომში მიღებულიმა ჭრილობამ იმსხვერპლა. თუ ორივე ფეხი მიწაზე უდგას – ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილა. (იბადება კითხვა, რატომ აქვს ვახტანგ გორგასლის ცხენს ორივე ფეხი მიწაზე დადგმული და დავით აღმაშენებლისას კი ერთი აწეული?)

14 Comments leave one →
  1. 8 მარტი, 2009 10:22 PM

    მილიონნულიან რიცხვს გუგლი (google) ჰქვია. ვიცოდიიი
    ოღინდ google კი არა googol ქვია ..

    1 googol = 10-ის 100 ხარისხი

  2. burusi permalink
    9 მარტი, 2009 4:55 AM

    საინტერესო იყო, განსაკუთებით ღამურებზე

  3. daliela permalink
    11 მარტი, 2009 2:05 PM

    ნიჟარაზე არ ვიცოდი:) არც მთქნარებაზე
    დღეში 20 ჯერ მაინც ვამთქნარებ,მალე ტვინში ყველა უჯრედი გაღმა გავა

  4. 11 მარტი, 2009 9:37 PM

    5. მამაკაცების საროჩკას ღილები მარჯვენა მხარეს აქვს, ქალებისას – მარცხენა.
    ეს ვიცოდი და ამის მიხედვით ვარჩევ ხოლმე “საროჩკას” 😀

    • 12 მარტი, 2009 9:13 PM

      მე არ ვიცოდი და ერთი საროჩკა, თურმე, არასწორედ შემირჩევია. ახლა აღმოვაჩინე, არადა ის საროჩკა ორ წელზე მეტია მცვია. ეშმაკმაც დალახვროს!

  5. 12 მარტი, 2009 9:27 PM

    მთქნარებაზე და თითების ტკაცუნზე დიდი სისულელე მგონია. ასევე საეჭვოდ მეჩვენება ცხენის და მხედრის სკულპტურასთან დაკავშირებით.

  6. 13 მარტი, 2009 8:26 PM

    ისა… ეგ ფაქტები ცოტა წყალშემდგარია ) ნუ რაც ანატომია–ბიოლოგიას ეხება ძალიან საეჭვოებია და დანარჩენებზე არ ვიცი )

  7. 17 მარტი, 2009 12:23 AM

    1. ტიტანიკი იყო პირველი გემი, რომელმაც გამოიყენა SOS შეტყობინება.

    გამაადგა რო?

  8. 31 მარტი, 2009 1:35 AM

    საროჩკაზე მაგარია, მაგრამ გამოდის რო ქალი ვარ? 🙂 არა მჯერა ჰაჰაჰა

    • 1 აპრილი, 2009 8:33 PM

      რომ დაუფიქრდე, რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია საროჩკა საროჩკობდეს!

  9. 19 ოქტომბერი, 2009 12:50 PM

    ჰეჰ რამდენი რამე არ მცოდნია შეხედე შენ 😕
    16 ეს პასუხია: იმიტომ რომ ქართველები ვართ 😀
    ისე რა მაგარი თავის მართლება მოვიგონეთ რა ნიჭიერი ერი ვართ (ოღონდ ზარმაცები) რამეზე თუ გვიტრაკებენ ეგრევე შეგიზლია თქვა რომ ქართველი ხარ 😀

  10. kokito permalink
    12 მაისი, 2019 4:41 PM

    თასმების დაბოლოებას აქსელბანტი ჰქვია. ასე რომ მომავალში ჯერ ისწავლე და მერე დაწერე. გაიგე???

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: