ჩვენი ნათესავი იაპონია (sorry U.S.)
ინტერნეტში ბორიალისას ერთ იაპონურ სიტყვას გადავაწყდი, რომელიც საოცრად მაგონებდა რომელიღაც ქართულ სიტყვას; თავიდან ვერ მივხვდი რომელს. ბევრი ვიჭყლიტე ტვინი, მაგრამ ამაოდ. აი, ისე მომივიდა, ძალიან რომ გეჩქარება, ავტობუსს ელოდები და ის კიდევ, თითქოს ჯინაზე, აგვიანებს.
არის ასეთი სიტყვა ქართულში, რაც განთიადს აღნიშნავს – ცისკარს ეძახიან მას. ლექსიკონში თუ ჩახედავთ, ზუსტად ამ განმარტებას იპოვნით სხვა მისი სინონიმების გვერდით.
იაპონური სიტყვა კი, რომელსაც ”ცისკარს” ვამსგავსებ, ჟღერს როგორც ”ჰიკარი”. რას ნიშნავს ”ჰიკარი” (光), იკითხავთ თქვენ. თუ ჩვენს პატივცემულ გუგლში ნანახ ერთ-ერთ წყაროს დავეყრდნობით, ჰიკარი არის light. light-ის ლინგვოსმიერი ერთ-ერთი განმარტება კი рассвет-ია, იგივე განთიადი ანუ ცისკარი.
ტა-დამ!!! თავს ქრისტოფორე კოლუმბივით ვგრძნობ, ამერიკა რომ აღმოაჩინა, იმ მომენტში. არა მარტო ფონეტიკურად, არამედ მნიშვნელობითაც ფრიად ჰგავს. არადა, საიდან სად – იაპონია-საქართველო.
პ.ს. ჰიკარი рассвет-ად რომც არ ითარგმნოსს და light იგულისხმებოდეს მხოლოდ და მხოლოდ როგორც შუქი, ამ ორ სიტყვათა მნიშვნელობები მაინც წააგავს ერთმანეთს. ასე რომ იაპონელები არიან ჩვენი ნათესავები. რა გვინდა იმ ევროპასთან და მითუმეტეს, ცხრამთისიქითა ა.შ.შ.-სთან. აგერაა იაპონია. მართალია, ცხრაზღვისიქითაა, მაგრამ ერთი რამე მაინც გვიგავს.
პ.პ.ს. უი, კიდევ ერთი რაღაც აღმოვაჩინე, მგონი. “ა.შ.შ.” ფონეტიკურად “ჰაშიშს” არ ჰგავს?
ეჰ, ეტყობა არ იცი შენ სიმართლე, გეტყვი ახლა “სეკრეტნად” რა ხდება: იაპონიის ბებია ყოფილა ლანჩხუთიდან (ღობეგლეჯიაშვილების ქალი) და გათხოვილა აზიაში, მერე იმისი ფუძე დაშლილა გურიაში და კვალიც წაშლილა. სწორედ ამიტომ ვერ დავამტკიცებ ამ ღობეგლეჯიაანთ ქალის ისტორიას, მაგრამ ჩემმა მეზობელმა ფანჯრისქალამ მითხრა ასეაო, მისი სიტყვა უდავოა, დაეჭვების მიზეზი არც გვაქვს!
მეორე ვერსიაც არის (ტყაჭანაანთ დუროს დაუდასტურებელი ვარიანტი) – თურმე იაპონია ჩხოროწყუში გაუზრდია ბებიამისს, და მერე სასწავლებლად აზიაში ჩასულს იქ ცხოვრება უმჯობინებია.
რიევიცი, რიევიცი… რას გაიგებ…
ჰაჰ
მართლა მაგარი იყო :უსერ:
ისე არც გამკვირვებია, ჩემში არის მართლა რაღაც იაპონური 😀
ისე valley ქართულ “ველი”–ს წააგავს და ეგრეც იკითხება
და რა გამოდის 😕
საქ-იც წააგავს suck-ს მაგრამ…
წამო მთელი საქართველო ავბარგდეთ, მივბარგდეთ იაპონელებთან, ვამცნოთ ჩვენი ეგზომ ნათესაური კავშირის შესახებ და ჩამოვბარგდეთ .. ჰა? :user: