შიგთავსზე გადასვლა

ერი ლუზერი (გამოცანა)

21 იანვარი, 2010

ეს არის ერი, რომელიც აგერ უკვე 10 საუკუნეა დაჩმორებულია ყველასგან, ვისგანაც კი შეიძლება დაჩმორებულ იქნას; მისი ჯარი უმოწყალოდ მუსრავს მტერს და სისხლს ღვრის მდინარედ, თუმცა, მაინც თითქმის ყველა ომს აგებს; დაპყრობილია ყველა შესაძლო დამპყრობლის მიერ, გადათელილი, გადმოთელილი და გადათელილ-გადმოთელილი. ერთი გამობრწყინების, არალუზერული პერიოდი მხოლოდ 2 საუკუნოვან მონაკვეთს მოიცავს და ყველა დღესაც იმ დროს მისტირის კატა-ძაღლიანად. სხვა დანარჩენ დროს ეს ერი ან სხვებს ებრძვის, ან საკუთარ თავს, ან მარსიანებს პლუტონიდან; ხან დაშლილია, ხან უფრო დაშლილი და ხანაც ვაბშე არ ჩანს მსოფლიო რუკაზე.

ნაცვლად იმისა რომ ვინმემ თუალი გაახილოს და ლუზერობა აღიაროს, ყველა გულისამაჩუყებლად კმაყოფილია, რა საამაყო წარსული გვაქვსო. კიდევ იმასაც იძახიან, ოდესღაც დიდი ყოფილა ჩვენი ქვეყანაო, იმას კი არ იმჩნევენ, რომ ამ წინადადებას წინ სიტყვა ”ოდესღაც” ახლავს.

200 ლარი განწყობისთვის

200 ლარი განწყობისთვის

ღვინის უცნობი მშობელი; ტბაში დენიკინის დროს ჩაძირული ოქროს აკვნის მქონე დღემდე იქ რომ გდია და ამოღებაზე თავს არავინ რომ არ იწუხებს; ქვეყანა, რომელიც ყველას ამერიკის უკანონო შტატი ჰგონია და რომელშიც მალე მარტო ერთი ქალაქი იქნება; ნიჭიერი ხალხის ჯერ არაღმოჩენილი საბადო; მისი სახელი ”ქა”-თი იწყება და ”რთველებით” მთავრდება და ეს არის ერი ლუზერი.

ამოცანა გვეკითხება, აბა რა არის?

თუ თქვენ პასუხი გამოიცანით და მაინც გიჩნდებათ კითხვა, რატომ არის ეს ერი ლუზერი? მაშინ დაიწყეთ თავიდან კითხვა.

10 Comments leave one →
  1. Sandro permalink
    22 იანვარი, 2010 1:35 AM

    ეე კაი რაა.. ნუ გაგვანადგურე.. უნდა ვიფიქრო. ერთი წაკითხვით არ მომეწონა, მაგრამ შეიძლება მართალიც იყო

  2. 22 იანვარი, 2010 5:08 PM

    მე კი ძალიან მომეწონა :))) აი ძალიან ძალიან

    • Sandro permalink
      22 იანვარი, 2010 6:02 PM

      რაც წერია, ტყუილი არაფერია. დაწერილია გესლიანად. არ გამიკვირდებოდა რომელიმე ჩვენი ბოროტის მოსურნე ერის შვილის მიერ რომ იყოს დაწერილი, მაგრამ შენგან ჰივსტონ?!
      პროტესტს ძირითადად “დაჩმორებულია ყველასგან” იწვევს. ეს ჩემთვის, როგორც ამ ერის შვილისთვის შეურაცხმყოფელი ფრაზაა. ასე რომ ჰივსტონ, სიტყვები ცოტა დაკვირვებით შეარჩიე, რადგან ეგ სულ სხვა რამეს ნიშნავს. ერი თუ “დაჩმორედება” და თავმოყვარეობას დაკარგავს, 10 საუკუნეს ვერ გაძლებს. მე იმედი მაქვს, რომ დაჩაგრულს გულისხმობდი და არა დაჩმორებულს თავისი კლასიკური გაგებით.
      ახლა რაც შეეხება “თვალის გახელას და ლუზერობის აღიარებას”, თუ საზოგადოების დიდ ნაწილში იარსებებს განწყობა, რომ ლუზერი ერის შვილია, ეს გამოიწვევს ხალხში პატრიოტიზმის დაკარგვას და ერის დაღუპვას. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა ვინმეს ლუზერობა ეღიარებინა და ამის შემდეგ გამოსწორებულიყო და წარმატებული გამხდარიყო. მე აქაც მგონია, რომ შენ ლუზერობის აღიარებას და თავის უბედურებაში დარწმუნებას კია არა, შეცდომების აღიარებას, ნაკლის გამოსწორებას და ოქროს აკვნის იმ დაჭაობებული ტბიდან ამოღებას გულისხმობდი. იმედი მაქვს, რომ სწორედ ამ ყველაფრისკენ მიილტვი.
      ან მე და შენ სიტყვების მნიშვნელობა განსხვავებულად გვესმის, ან ვიღაცის გავლენის ქვეშ ხარ მოქცეული, იმიტომ, რომ ასეთ ჰიუსტონს მე არ ვიცნობ.

      • 24 იანვარი, 2010 2:40 PM

        არ ვიფქრობ, რომ ცუდი რამე დავწერე. ილია ამბობდა: მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო. მაგრამ თავს ილიას როდი ვადრი. არაფრის დიდებით!

        ახლა აგიხსნი ჩემი მხრიდან:

        1. გადავხედოთ ლინგვოს ლუზერის განმარტებისთვის: проигравший, бездельник, неудачник – ახლა რომელი არაა აქედან? ქვეყანა, რომელსაც მშვენიერი კლიმატი აქვს, ხალხიც ასე თუ ისე ნორმალურია (ხალხის პრობლემატიკა ცალკე თემაა), ბუნებრივი რესურსებიც ხელს უწყობს, ადგილიც მშვენიერი აქვს და ასე გაუბედურებულია, ლუზერობას არ ნიშნავს? ქეიფის დროს ყველა ყველას ძმაკაცია და ჭირში არავის არავინ არ უნდა. ბეზდელნიკობაც ხომ ფაქტია. ახლა, დავუშვათ აღიარებულ იქნა, რომ საქართველო ლუზერია, გამოიწვევს თუ არა ეს პატრიოტიზმის დაქვეითებას. ლოგიკური კითხვა 1: სამშობლო იმიტომ გიყვარს, რომ მაგარი როჟაა??? ლოგიკური პასუხი 1: ვისაც სამშობლო ნამდვილად უყვარს და მისთვის იგი რამეს ნიშნავს, ლუზერმა სამშობლომ ასეთ ადამიანში პატრიოტიზმის დაქვეითება არ უნდა გამოიწვიოს, არამედ პირიქით, იგი ეცდება ეს ლუზერობა გადააგოროს და მისი სამშობლო აღარ იყოს ნეუდაჩნიკი. ის, ვინც პატრიოტი აღარაა იმიტომ რომ მისი სამშობლო ლუზერია, არც არასდროს ყოფილა პატრიოტი. უნარებისეული მაგალითი: დედა მიყვარს. დედას აქვს ბევრი ფული. დედას რომ ბევრი ფული აღარ ჰქონდეს, ჩემი სიყვარული მისდამი უნდა დაქვეითდეს?

        2. დაჩმორებულია ყველასგან – აქ დავიბად-გავიზარდე და არც მე მსიამოვნეს ეგ ამბავი. მაშინ რატომ ვწერ ასე? იმიტომ რომ ვფიქრობ, ეს მართლა ასეა და სჯობს ეს აღიარო და გამოასწორო, ვიდრე არ აღიარო და იმავე სიტუაციაში დარჩე მუდამ. ახლა რატომ ვფიქრობ ასე: ქვეყანა ეკონომიკურად სუსტია, გაჭირვებაა, პოლიტიკა არეულია. ეს არის დაჩმორება! დაჩმორება რატომ დავწერე და არა დაჩაგვრა – ”დაჩაგრული” უფრო მსუბუქი მეტაფორაა. დაჩმორება საბჭოთა დროის ბუნებრივი შედეგია, სისტემა იყო დაჩმორების და არა დაჩაგვრის. სწორედ ამიტომ არის ასეთი ამბავი, ყველა თავის ტრაკზე ფიქრობს და არა ქვეყანაზე. ხალხი, ვისაც სამშობლოზე, მაღალფარდოვნად რომ ვთქვათ, სულ ცოტათი მაინც გული შესტკივა, ძალიან ცოტაა. მაგრამ ახლა საშველი სად არის: საშველი არის იმ ხალხში, ვინც საბჭოთა დროს ხანგრძლივად არ მოსწრებია ან ამ სისტემამ (ეს სიტყვა უკვე პაპსაა მაგრამ სხვა რა ვიხმარო) ზეგავლენა არ მოახდინა.

        არალუზერობის პერიოდი რომ დაიწყოს კიდევ ერთხელ, აი, ახლა სწორედ შანსი გვაქვს. თუ 20 წელიწადში ლუზერობის ნიშნები შემცირდება, ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ. თუ არა და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ლუზერები ვართ ყველანი-მეთქი ვინც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ!

        ახლა გავლენაზე: ცოტ-ცოტა ყველასგან, ალბათ, ეგ ბუნებრივია. დაგამშვიდებ, რუსეთის აგენტი აღარ ვარ, წამოვედი იქედან.

        შეცდომების აღიარებას, ნაკლის გამოსწორებას და ოქროს აკვნის იმ დაჭაობებული ტბიდან ამოღებას გულისხმობდი. იმედი მაქვს, რომ სწორედ ამ ყველაფრისკენ მიილტვი – ეს მართალია.

        კაი, რაღაც ვატყობ გამიბრაზდი და შევრიგდეთ – მაინც ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ერთ ქალაქში, ერთი გორისა ვართ და ერთი სკაიპი გვაერთიანებს.

    • 24 იანვარი, 2010 2:45 PM

      სამურაი, მადლიერი.

  3. 27 თებერვალი, 2010 1:11 AM

    ეს ის შემთხვევაა როცა კომენტარები პოსტზე საინტერესოა 😀

  4. Tornike permalink
    15 აპრილი, 2010 6:00 PM

    ზუსტად ილიას მაგალითის მოყვანას ვაპირებდი, მაგრამ თვითონ დაუწერია ავტორს. ქართველების მთავარი და უდიდესი პრობლემა ეგაა, რომ კრიტიკას მტრობასთან აიგივებენ. მაგას აკეთებდნენ ილიას დროს და იგივეს აკეთებენ ეხლაც. რო კითხო, ილია წმინდანად აღიარეს, მაგრამ რისთვისაც ის კაცი იბრძოდა, ის საქმე ისევ ისეა ტრაკში.
    პატრიოტული სულისკვეთება და მკერდზე ბრახუნი კიარა, პირის დახურვა და საქმის კეთება გვჭირდება – მაგით ეშველება რამე ამ ქვეყანას და არა ოპტიმისტური განწყობის ძებნით.

    • 30 ივნისი, 2010 2:52 PM

      ილიას ბევრი იმიტო “ეთაყვანება” რომ წმინდანია, მაგრა წერდა მაგრამ ზოგიერთი საერთოდ აზრზე არარის ილიას რა უნდოდა

      რატო უტყდებათ იმის დანახვა რო საქართველო მართლა ლუზ–ერია >___>
      გაახილეთ ზოგიერთებმა თვალი, მაგრები ვართო რომ იძახიან იმიტომაა რო კარგად ვართ განვითარებულები
      პატრიოტობა კიდევ მტრების გინება ჰგონიათ, ღმერთმანი
      მე მაინც მგონია რომ არაფერი არ გვეშველება :უსერ:

  5. kam-kuper permalink
    28 ოქტომბერი, 2010 2:30 AM

    me kidev miuxedavad luzerobis mainc mgonia rom chven aucileblaad gveshvelebaa ..

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: