შიგთავსზე გადასვლა

ფრიდოოომ!

24 მარტი, 2009
მელ გიბსონი ვითარცა წყაზარი შოტლანდიელი სპასპეტი (ან უბრალოდ სპა. მაგდენი აღარ მახსოვს).

მელ გიბსონი ვითარცა წყაზარი შოტლანდიელი სპასპეტი (ან უბრალოდ სპა. მაგდენი აღარ მახსოვს).

ორი ზაფხულია არსად გავსულვარ. ყელში მაქვს უკვე ამოსული ჩემი ქუჩა და ხედი. წინის წინა ზაფხულს ვერ მოხერხდა ეგ სიკეთე, აღარც მახსოვს უკვე რატომ. მეორე ზაფხულსაც ვერ ხერხდებოდა, მაგრამ იმედი მაინც მქონდა. ეგ ბოლოს კვდებაო. მერე ეს ავადსახსენებელი ომიც დაიწყო და ისევ ამ ქალაქს შემოვრჩი. 

მოკლედ, ეს ორი წელი სახლში ჩავეწებე. რა უნდა აკეთო ზაფხულში, როდესაც ყველა წასულია, ერთობა და რაც მთავარია ისვენებს. კიდევ კარგი უნივერსიტეტში არ გვაყოლებენ, თუ როგორ გავატარეთ ეს ზაფხული და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.შ. ერთი მოკლე პასუხი იქნებოდა ძალიან შესაფერისი: ტრა(გი)კულად.  უმეტესობა ჩემი მეგობრებისა ივნისის შუარიცხვებისთანავე  სტოვებენ დედაქალაქს (ნუ იმათ, ვინც აქ არ ცხოვრობენ, შესაბამისად, უკვე ისედაც დატოვებული აქვთ). სექტემბერში კი ჩამოდიან, მაგრამ მე მაგ დროს უკვე უნივერსიტეტი მაწვება მხრებსა ზედა. თან ჩემი უნივერსიტეტი ისეთია, პირველივე კვირიდან სწავლა ახდენს მთელი დროის ოკუპაციას. აღარაფერზე აღარ გრჩება ეს ოხერი დრო (ტავტოლოგიაა, მაგრამ რა ვქნა?!). ასე რომ, ზაფხულში მარტო დარჩენილი ყოველთვის ერთსა და იმავეს ვაკეთებ აგერ უკვე ორი წელია (ან მეტი): ან წიგნს ვკითხულობ, ან ვხატავ, ან ვვარჯიშობ, ან კომპიუტერზე ვთამაშობ, ან ძალიან იშვიათად ფოტოების გადასაღებად თუ გავადგამ ფეხს ეზოში. ეს ყოველივე ძალიან კარგია და სასარგებლო, მაგრამ ამოდის ყელში! ამოდის ყელში ერთი და იგივე გარემო! აი, აქაა უკვე, აი, აქ!

ყველაზე უდიდესი რუტინა კი ყოველთვის მაშინ იწყება, როდესაც წიგნს ვკითხულობ!!!  წარმოიდგინეთ, ვზივარ ჩემთვის, ვკითხულობ წიგნს. გამოიარა მამაჩემმა. დამინახა, რომ ვკითხულობ.

– რას კითხულობ? – მეკითხება იგი დაინტერესებული სახით.

– წიგნის, – თავისთავად ნათელი პასუხი.

– რა წიგნს? – ჩამეძიება მამა.

მარქსის ”კაპიტალს”! – ამაყად ვპასუხობ მეც და სერიოზული სახით ვაგრძელებ კითხვას (ეს წიგნი ისე არასდროს წამიკითხავს, უბრალოდ სიტყვაზე მოვიტანე).

– რა ენაზეა? –  ცალი წარბის აწევით, გამომცდელი სახით მეკითხება მამა.

აქ უკვე რამდენიმე ალტერნატივაა.

*ალტერნატივა N1*

ქართულად, – მივუგებ მე და თავაუღებლად ვაგრძელებ შემეცნებას.

რუსულად და ინგლისურად წიგნებს რატომ არ კითხულობ? – ამ დროისთვის უკვე ნათლად ჩანს, რომ მამა კმაყოფილია, რომ მე წიგნს ვკითხულობ. თუმცა, როგორც ყველა მშობელს, სურს, მისი შვილი უფრო მეტს აკეთებდეს. – სულ დაგავიწყდება ეგ ენები. გერმანულადაც უნდა იკითხო ხანდახან, ტყუილად გათხოვა ნათიამ ის წიგნი?

–  😐 .

*ალტერნატივა N2*

(კითხვა დასვა მამამ ცალი წარბის აწევით, გამომცდელი სახით, რა ენაზეაო წიგნი?)

– რუსულად! – მივუგებ მე.

აქ მამას ღიმილი ეტყობა, რუსული ხომ მაინც მან მასწავლა!

– ინგლისურად და გერმანულად რატომ არ კითხულობ? მასე ხომ სულ დაგავიწყდება ენები! ქართულადაც წაიკითხე, რამდენი კარგი ლიტერატურა გვაქვს, ქართული პროზა დევს ეგერ. აიღე და წაიკითხე!

– :|.

*ალტერნატივა N3*

(კითხვა დასვა მამამ ცალი წარბის აწევით, გამომცდელი სახით, რა ენაზეაო წიგნი?)

– რუსულადაა, – ვპასუხობ მე და კარგი შვილის სახით ვაგრძელებ მონოლოგს, – კიდევ ერთ წიგნს ვკითხულობ ქართულად, ერთი ის ინგლისური რომ განახე გუშინ და გერმანული, ნათიამ რომ მათხოვა.

– ძალიან კარგი! – აქ მამას უდიდესი კმაყოფილება ეტყობა სახეზე. იგი ამაყობს თავისი შვილით. მაგრამ, – შუბითიძემ (ეს გვარი ეკუთვნის ან მისი თანამშრომლის შვილს, რომელიც დაახლოებით ჩემი ხნისაა ან ვინმე ახლობელს) რამდენი ენა იცის? ოთხი არა? რუსული, გერმანული, ინგლისური და ფრანგული? აი, ფრანგული უნდა ისწავლო. შემდეგ ზაფხულში  დიუმაში შეგიყვან! – და მამა კმაყოფილი სახით გადის ოთახიდან.

– 😐 .

ასე გრძელდება მანამ, სანამ ზაფხული არ დამთავრდება. მამას უყვარს ერთი და იმავე რჩევის მოცემა ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენათა შესახებ. ზაფხულიც გადის ნელ-ნელა და ბოლოს აღმოჩნდება, რომ დრომ ისე გაიარა, ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი, რასაც ვგეგმავდი და დიუმაში შესვლაც ერთი წლით გადაიდო. ვოტ ტაკაია ისტორია.

9 Comments leave one →
  1. 24 მარტი, 2009 4:53 PM

    hahahahaha 😀 😀 😀 mama glijavs 😀 zaan magaria 😀

  2. daliela permalink
    24 მარტი, 2009 6:36 PM

    სპასპეტი ჰიუსტონ 😀

  3. 28 მარტი, 2009 2:45 PM

    ჰეჰ მამაც მასეთი უნდა.. )))
    შენნაირი მამა რომ მყავდეს ეხლა გერმანული ხო მეცოდინებოდა : D 😀

    • 29 მარტი, 2009 1:09 PM

      ვიცი რომ გერმანული?

      • 30 მარტი, 2009 11:57 PM

        აა? 😛 😛 რათა მერე, მასეთი მამა ტყუილად გყავს? ))
        ერთი-ორ ეგეთ ზაფხულში გერმანულს ავითვისებდი… 😛

  4. 3 აპრილი, 2009 1:01 AM

    მაინტერესებს,მამა რამდენ წიგნს კითხულობს ერთდროულად და რამდენ ენაზე? იქნებ შენში უნდა თავისი ოცნებების რეალიზება?!

    • 3 აპრილი, 2009 1:54 PM

      არ ვიცი, მაგრამ ეგეც შესაძლებელია. ბევრს კითხულობს, უმეტესად რუსულად (ხანდახან ქართულადაც).

  5. 19 ოქტომბერი, 2009 12:38 PM

    ეჰ ჩემთან ბიბლიოთეკაში რომ მხედავდნენ მთელ ჩემს დღეს და მოსწრებას… ლაპარაკში მაინც იტყვიან რომ ერთი წიგნი არ მაქვს წაკითხული :))))) ლოლ აბა მკითხონ :))))) და ჩავაბარებ :)))))))) დედაჩემსაც მაგაზე აქვს გართულება რატომ ვკითხულობ ქართულად როცა შემიძლია წავიკითხო ორიგინალში რუსულად ან ინგლისურად?! პასუხი მარტივია იმიტომ რომ ორივე ენაზე ლექსიკონის თანხლებით უნდა ვიკითხო :))))) ხოდა მკიდის 🙂 რაც არის ქართულად წავიკითხავ ქართულად ტორე რაც დამჭირდა და ქართულად ვერ ვნახე სხვა ენაზეც წავიკითხე.. ოო მოკედლ რეებს ვბოდიალობ უბრალოდ უნდა მეთქვა რომ როგორც ყველა კაცი მშობლებიც ერთნაირები არიან 😆 :D:D:D:D:D:D:D:D

    • 19 ოქტომბერი, 2009 3:48 PM

      ძველი ქართული თარგმანები კარგებია, მაგრამ ორიგინალი მაინც სულ სხვააა!

ბოლოსიტყვაობა