რატომ არ დადგება სამყაროს აღსასრული

ამ დღეებში ვფიქრობდი 2012 წლის 21 დეკემბერზე, დღეზე, როდესაც სამყარო უნდა დაინგრეს, დაიმტვრეს და ყოველივე უბედურება მოხდეს. საბოლოოდ, იმ დასკვნამდე მივედი, რომ რასაც არ უნდა ამბობდნენ მაიას კალენდრები, ნოსტრადამუსის შვილიშვილები და მკითხავი გულნაზი, სამყაროს აღსასრული ამ დღეს არ კი არა, ვერც დადგება. რა თქმა უნდა, ყოველივე გამყარებულია ჩემეული არგუმენტებითურთა, რაც ურყევი დასტურია სიმართლისა. სამყაროს აღსასრული ვერ დადგება ზემოთ აღნიშნულ თარიღს, ვინაიდან და რადგანაც:
ა. შეუძლებელია ყველაფერი ასე უაზროდ დამთავრდეს;
ბ. ეს ყოველივე დეზინფორმაციაა და მტკნარი სიცრუე. კიდევ, წინასწარ დაგეგმილი არშემდგარი პროვოკაცია;
გ. ზოგიერთი წყაროს ცნობით სამყარო ჯერ კიდევ მაშინ უნდა აღსრულებულიყო, როდესაც 2000 წელი დადგა, პახოდუ მეორედ მოსვლაცო;
დ. ჩვენ არ ვიმსახურებთ ამას მანამ, სანამ მასზე დაიბადებიან ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან/იყვნენ სოკრატე, ლომონოსოვი, ტესლა, ლაო ძი და ჯეი ჯეი აბრამსი;
ე. მე ვერასდროს გადავიხდი ჩემს 32-ე დაბადების დღეს;
ვ. უცხოპლანეტელები არსებობენ;
ზ. მეორედ მოსვლას შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ყოველ წელს ელიან – სამყაროს აღსასრულიც იგივე ისტორიაა;
ვგონებ, საკმარისი არგუმენტი დავწერე სამყაროს აღსასრულის საწინააღმდეგოდ და თქვენც დაგარწუმენეთ ჩემს სისწორეში. სამწუხაროდ, 2012 წლის ზამთრის ოლიმპიადა პატრიოტი ორჯონიკიძის წყალობით აწ უკვე რუსეთის მფლობელობაში მყოფ სოჭში მხოლოდ იმ შემთხევაში ჩაიშლება, თუ მართლა სამყაროს აღსასრული დაიწყო. თუმცა, ისევ ოლიმპიადა სჯობს სამყაროს აღსასრულს, არა? არა?! ხო, ნუ რავიცი…
ტვიტერში მხოლოდ 100 ადამიანი რომ იყოს…
დარწმუნებული ვარ, უმეტესობას გაქვთ უკვე ტვიტერი. იყენებთ თუ არა ეს სხვა საკითხია, მაგრამ მთავარია რომ გაქვთ.
ჰოდა, ეს სტატისტიკა ინტერნეტში აი აქ აღმოვაჩინე. საინტერესო რამაა ეს ტვიტერი, მაგრამ მაინც ვერანაირი მუღამი ვერ დავუჭირე. და ამ სტატისტიკაზე შეცდომა ვიპოვნე: თუ ტვიტერში მხოლოდ 100 კაცია, მაშინ 100-ზე მეტი მიმდევარი როგორღა შეიძლება გყავდეს?!

მთვარეზე მარტო

ჰო, ალბათ, ძნელი იქნება ამავე ფილმის ლეონარდ შელბის მიერ უკვე დაწერილ აღწერაზე უკეთსის დაწერა, მაგრამ რამე სიტყვა მაინც რომ არ დავაგდო, არ გამოვა რა. საუბარი მაქვს ფილმზე ”მთვარე” (Moon) სემ როკუელის მონაწილეობით.
ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ.
ბიუჯეტი სულ 5 მილიონია, ჟანრი – sci-fi იგივე სამეცნიერო ფანტასტიკა. ბიუჯეტი ნუ დაგაფრთხობთ, ძლიერი ფილმია საკმაოდ, საინტერესო ისტორიით.
საერთოდ, როგორც ყველა სხვა ჟანრის ფილმებს, sci-fi-ებსაც, აქვთ ასე ვთქვათ, ზოგადი სცენარი: რაიმე საოცარი გმირობის ამბავი, სრული ალტრუიზმი მსოფლიოს გადასარჩენად და ბოლოში, რა თქმა უნდა, მისი გადარჩენა (უიშვიათეს შემთხვევაში, არ/ვერ გადარჩენაც). ამას თან ახლავს საოცარი სფეცეფექტები, ხადახან რობოტებიც, ტერმინატორებიც, შეშლილი მეცნიერებიც და მისთ მსგავსნი.
”მთვარის” მოქმედება ხდება, მიხვდებოდით, ალბათ, მთვარეზე. დედამიწის თანამგზავრზე ენერგიის მომპოვებელი სადგურია, სადაც ერთადერთი ადამიანი მუშაობს უკვე 3 წელია. ეს სემ ბელია. მას 2 კვირაში კონტრაქტი დაუმთავრდება და როგორც თვითონ სჯერა, მიწაზე დაბრუნდება. რობოტი გერტი 3000, ხელოვნური ინტელექტი (რომელზეც სემს უკან მიუწერია “kick me”-ო), მას მთვარეზე ყოფას უმსუბუქებს. გერტი საუბრობს და ემოციებს პატარა ეკრანზე გამოსახული სმაილებით გადმოსცემს. ადამიანი და რობოტი დამეგობრდნენ? რა თქმა უნდა, არა. მარტოობაში ადამიანებს ყოველთვის ადამიანები უყვართ და ენატრებათ და არა რობოტები, მითუმეტეს გერტი.
”მთვარე” არ არის გმირობის ისტორია, არც სიყვარულის. აქ არ იღუპება სამყარო, არც გიგანტური ასტეროიდი მოფრინავს დედამიწისკენ. აქ არ არიან ტერმინატორები, აქ არც ომია და არც მარსი უტევს დედამიწას. ეს არის ბრძოლა საკუთარი ტრაკის გადარჩენისთვის.
ვინ ან რა შეიძლება იყოს შენი მტერი მთვარეზე, სადაც საკუთარ თავთან ხარ მარტო, იქვე გერტი დაბორიალობს თეთრ დერეფნებში, ხოლო დედამიწასთან პირდაპირი კავშირი უკვე დიდი ხანია გაწყვეტილა? ამ დროს ხვდები, რომ იქ ყველას კიდიხარ, იმიტომ რომ შენნაირი ბევრია პირდაპირი გაგებით. შენ ხარ ერთი შენნაირი ათასიდან და ათი ათასიდან. როდესაც იმედი გაქვს, რომ ადამიანები, ადამიანს, როგორც თავისიანს, დაგეხმარებიან, იგებ, რომ ერთადერთი მეგობარი მთვარეზე არის საკუთარი თავი და… რობოტი გერტი, რომელსაც ჭეშმარიტად ესმის შენი, უყვარხარ შენ და უნდა, რომ შენ იცოცხლო. რობოტი უფრო ადამიანური აღმოჩნდება, ვიდრე თავად ადამიანები.
ერთობ მისტიური მუსიკა ფილმს საკმაოდ ძლიერეფექტურს ხდის. სემ როკუელი არაჩვეულებრივად განასახიერებს სემ ბელს. მსახიობების მინიმალური შემადგენლობა ზუსტად ისაა, რაც საჭიროა. სპეცეფექტები უმციერსია, თუმცა, უმაღლეს დონეზე შესრულებული. მთვარის ატმოსფერო ძალიან რეალურადაა გაკეთებული. დეკორაციები, როგორც ასეთი, sci-fi-ს სტანდარტებს პასუხობს. ოპერატორის ხედვა კი ძალიან კარგი. ვფიქრობ, ასეთი მძიმე სცენარის მქონე ფილმის ასე მაგრად გადაღება ძალიან მაგარ რეჟისორს თუ შეუძლია მარტო.
ერთ-ერთი ძლიერი თანამედროვე ფილმია, რაც კი მინახავს, თავის ჟანრში კი ერთ-ერთი საუკეთესოც. ერთადერთი, ჩემზე შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს რაღაც აკლდა ფილმს; აი, მარილი აკლიაო სულ ცოტაო, რომ ამბობენ, რაღაც ეგეთი. მაგრამ ჯამში მაინც მაგარია.
ბოლო-ბოლო კოსმონავტზეა.
მოკლედ, გირჩევთ თავად ნახოთ ”მთვარე” და თავადვე შეაფასოთ. ხომ გაგიგიათ, ასჯერ გაგებულსა და წაკითხულს ერთხელ ნანახი ჯობიაო.
ჭორების ფედერალური ბიურო
დაინტერესებულხართ, საიდან მოდის სხვადასხვა ჭორები თუ ისტორიები – ძალიან სანდო პირისგან, უფრო ძალიან სანდო პირისგან, ბიძაშვილის მეზობლის მაზლისგან ალასანიას მასწავლებელი რომ იყო სკოლაში თუ რუსეთის აგენტებისგან?
ამ კვირას იპოდრომზე დოღის საყურებელი სკამების გადასახურავი მოხსნეს. ცხადია, ძნელია ასეთი ცვლილება არ შეამჩნიო, რადგან ის გადასახურავი საკმაოდ დიდი მოცულობისა იყო და ამასთან დენიკინის დროიდან მოყოლებული იქაურობას ამშვენებდა. მომხდარმა ცვლილებებმა ძალიან დამაინტერესა: ნეტავ რისთვის ხსნიან? რა უნდათ? რას აპირებენ? მეორედ მოსვლა ხომ არ იწყება? ასე თუ ისე, აგერ ვერსიანი:
ვერსია #1-ს ორი შუა ხნის მამაკაცების ლაპარაკიდან მოვკარი ყური. ამ თემაზე საუბრობდნენ (და მეც ამაზე ვფიქრობდი სხვათაშორის იმ წამს), როდესაც მათ ჩავურბინე. ერთმა ჰკითხა, რატომ მოხსნეს ეს რაღაცაო, მეორემ დიდი თავდაჯერებით მიუგო, ავარიული იყოო და ხალხი რომ არ დაშავებულიყო, დროზე აიღესო. ეს ვერსია საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერდა და მეც კინაღამ დავიჯერე, როდესაც…
ვერსია #2 გამოჩნდა. ამის მიხედვით გადასახურავის აღების მიზეზი ის გახდა, რომ ვეღაცამ იგი ჯართში ჩააბარა. მაინც არავის სჭირდებოდა და ახლა რამეში მაინც გამოიყენებენო. ნაკლებად დასაჯერებელია, თუმცა, შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, ჯერ მაინც პირველ ვერსიას ვეყრდნობოდი. მეორე დღეს კი…
ვერსია #3-მაც მოაღწია ჩემამდე. ისიც ორი შუახნის მამაკაცის საუბრიდან, უფრო სწორი იქნება, გადაძახილიდან შევიტყვე. ერთი უყვიროდა, გზის გაყვანას აპირებენო, ცალმხრივი იქნება, ოღონდ მარცხენა თუ მარჯვენაო, არ ვიციო. საოცარია, ვისი აზრი იყო აქ გზის გაყვანა. არ მეპიტნავა ეს ამბავი, მაგრამ მე ხომ ჯერ…
ვერსია #4-ის შესახებ არაფერი ვიცოდი. დღეს ორი ქალი მომხდარ ფაქტზე საუბრობდა. ერთ-ერთი ამბობდა, მშენებლობებს იწყებენ და 31-ში სულ დაიხურება აქაურობაო.
ვაი!
ამ ოთხი ვერსიის შეგროვება შევძელი სულ რაღაც 3-4 დღეში. თითოეული ვერსიის ავტორისთვის რომ მეკითხა, საიდან იცი ეგ, დარწმუნებული ვარ, სანდო წრაროებიდანო, მეტყოდა. არადა, არავინ აზრზე არ იყო საერთოდ რა ხდებოდა. ზოგი ან თავის აზრს ან უკვე სადღაც შემთხვევით ყურმოკრულ ამბავს ამბობდა. ასეა, სანდო წყარო ხანდახან არც ისე სანდოა, როგორც გვგონია და ჭორ-ლეგენდებიც იქიდან იწყება, სადაც ორი ან მეტი ადამიანი რაიმეზე საუბარს იწყებენ.
ვინ იცის, კიდევ რამდენი ლეგენდა დადის სკამების გადასახურავის აღებასთან დაკავშირებით. რუსების აგენტები, ალბათ, დღედაღამე მუშაობენ ამ საკითხზე.
15 ზე-ფაქტი

- ქალების 70%-ს სექსს შოკოლადი ურჩევნია.
- ყოველ წელს ტოკიოში დაახ. 8 ადამიანი კვდება მოდრეკით მისალმებისას.
- საუბრების 80% ადამიანს საკუთარ თავთან აქვს.
- სახლის მტვერი უმეტესად მკვდარი უჯრედებისგან შედგება.
- ყველა პოლარული დათვი მემარცხენეა.
- მუსიკა აუმჯობესებს ვერბალურ მეხსიერებას.
- 50%-ით სხეულის მუსკულატურის გაზრდა შესაძლებელია თუ გამუდმებით იფიქრებ, რომ ეს მართლა ასეა.
- მხოლოდ დელფინებსა და ადამიანებს აქვთ სექსი გართობის მიზნით.
- დღეისთვის ცნობილია ატომური ბომბის ზღვაში დაკარგვის 92 შემთხვევა.
- ჩინეთში უფრო მეტი ადამიანი ლაპარაკობს ინგლისურად, ვიდრე ამერიკაში.
- ჭიანჭველებს არ სძინავთ.
- ახალ ზელანდიაში ერთი ადამიანზე თხუთმეტი ცხვარი მოდის.
- კოსმიური მტვრის გამო დედამიწა ყოველდღიურად 100 ტონით იმატებს წონაში.
- 2 მილიარდი ადამიანიდან მხოლოდ 1 ცოცხლობს 116 წლამდე.
- ლურჯი ვეშაპის ენა უფრო მძიმეა ვიდრე ზრდასრული სპილო და ლურჯი ვეშაპი ყველაზე ხმამაღალ ხმას გამოსცემს ძუძუმწოვრებს შორის.
24 წ

გუშინწინ გერმანულის ლექციაზე ტექსტი იყო. ეწერა, ადამიანი ცხოვრების 24 წელსა და კიდევ რამდენიმე თვეს ძილში ატარებსო. გული დამწყდა, რომ ძილი არსებობს. აუცილებელი რომ არ იყოს, არასდროს დავიძინებდი. ბევრ რამეს მოვასწრებდი. რომ ამბობენ, ცხოვრება მოკლეაო, ცოტააო, პატარააო, ისეთიაო, ასეთიაო… ცხოვრება საკმარისია, უბრალოდ ჩვენ 24 წელი გვძინავს.
შეხვედრა სამარაში
ერთხელ ბაღდადში ერთმა ვაჭარმა თავისი მსახური ბაზარში საქონლის საყიდლად გაგზავნა. რამდენიმე ხნის შემდეგ მსახური უკან დაბრუნდა; სახე გაფერმკრთალებოდა და კანკალებდა. უთხრა მან ვაჭარს: ”ბატონო, სულ ახლახან, როდესაც ბაზარში ვიყავი, ხალხში ერთმა ქალმა გვერდი გამკრა და როდესაც შევბრუნდი, მივხვდი, ის სიკვდილი იყო. მან შემომხედა და ხელით დამემუქრა. ახლა კი, გთხოვ, მათოხოვე მე შენი ცხენი, რათა გავაჭენო აქედან შორს და ავირიდო ჩემი ბედი. მე სამარაში წავალ, იქ კი სიკვდილი ვერ მომაგნებს”. ვაჭარმაც ათხოვა მას თავისი ცხენი და მსახურიც ცხენზე შემჯდარი ქარზე უსწრაფესად გაეშურა შორს. ამის შემდეგ, ვაჭარი მოვიდა ბაზარში; მე რომ დამინახა, მომიახლოვდა და მითხრა: ”რატომ დაემუქრე შენ ჩემს მსახურს, როდესაც იგი დილით ნახე?” ”ეს მუქარა არ ყოფილა”, მივუგე მე, ”ეს უბრალოდ გაოცება იყო. გამიკვირდა მისი ბაღდადში ნახვა, რადგანაც ამაღამ მას სამარაში უნდა შევხვდე”.
მიყვარს რა ასეთი ჩანაწერები. სომერსეტ მოემისაა (Somerset Maugham). ვაი-თარგმანი ჩემეულია. მაინც ქართულად დავწერე, ვინც ინგლისური კარგად არ იცის, იმანაც ხომ უნდა გაიგოს?! ჰოდა, ვინც კარგად იცით, აი, აქ იხილეთ ინგლისური ვერსია.
ფორექსის სემინარი და ფროიდისეული ანალიზი

რამდენი ხანი ველოდი ამ დღეს და ბოლოს მაინც გავმაზე! გუშინ, ანუ 25 სექტემებრს ფორექსში (forex.org.ge) სემინარი იყო ელექტრონულ საფინანსო ინსტრუმენტებზე. როგორ მინდოდა წასვლა და საბოლოოდ, გ-ა-ვ-მ-ა-ზ-ე!!! რადა, კარგად ვიცოდი, რომ სემინარი 25-ში იყო. ყველაზე საოცარი კი ისაა, რამდენჯერაც ფორექსის სემინარზე გავიფიქრე გუშინ, ჩემთვის 25 სექტემბერი ხვალ იყო; ხოლო კითხვაზე: ”დღეს რა დღეა?” პასუხად ”25 სექტემბერი” რომ გავიგე, არანაირი აღშფოთება არ გამომითქვამს. პირიქით, გავიფიქრე: ”ხო, აბა რა?! ცხადია!”
ერთობ გული დამწდა და ამასთან, საკუთარ თავზეც საშინლად გავბრაზდი; ასეთი რამ როგორ უნდა დამვიწყებოდა?!დღეს ჩემი დავიწყება ფროიდისეულად გავაანალიზე და ამ შეცდომის მიზეზსაც მივაგენი. ზიგმუნდისთვის ეს ამბავი რომ მომეყოლა, იგი მეტყოდა, სემინარზე წასვლა მხოლოდ იმიტომ დამავიწყდა, რომ ქვეცნობიერად მასზე წასვლა დიდად არც მსურდა, რადგანაც შესაძლოა რაიმე არასასიამოვნო ”პრობლემას” გადავყროდი, რომლის მოგვარებაც მძიმე და ძნელი იქნებოდა. ქვეცნობიერმა გონებამ კარგად იცის ყველა დაფარული თუ ცხადი პრობლემის, სურვილის და არამარტო მათი არსებობის შესახებ. დავიწყება სწორედ რაიმე პრობლემისგან თავდაცვის მექანიზმი იყო.
რომ დავფიქრდი, ის პრობლემა უმალ გამახსენდა. ის არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სემინარებზე თუ სხვადასხვა დიდ კრებებზე არ დავდივარ ხოლმე. გუშინწინ, როდესაც ფორექსიდან ელ. წერილი მივიღე, განვიხილავდი იქ წასვლა-არწასვლის საკითხს. არწასვლის მიზეზის მონახვას საკმაოდ ბეჯითად ვცდილობდი, რადგან არ მინდოდა მეღიარებინა, სემინარზე მარტო იმ ავბედითი პრობლემის გამო არ მინდა წასვლა-მეთქი. საბოლოოდ, გადავწყვიტე ეს პრობლემა დამეძლია (ბოლო-ბოლო ადამიანი ვარ თუ ციყვი?!) და მიანც წავსულიყავი ფორექსში! აღმოჩნდა, რომ ჩემს ქვეცნობიერ გონებას ჯერ არ ჰქონია ეს პრობლემა კარგად გადაჭრილი და სულაც არ აპირებდა მის მოგვარებას თუ ამის მცდელობას, რის გამოც მაიძულა თარიღი ამერია, შედეგად, სემინარიც გამემაზა და პრობლემასაც არ გადავყროდი.
სათქმელი უნდა ითქვას

დღეს მეშველა და უინდოუსი ანუ ვინდოუსი ანუ ფანჯრები გადავაყენე და კეთილად აღვასრულე ყოველივე. პროგრამებიც ჩავყარე. ხვალ, სწავლის დაწყებას უკვე ახალ-ახალი კეთილი უინდოუსით დავხვდები. თქვენ რომ იცოდეთ, რაოდენ წმინდაა ჩემთვის კომპიუტერი და ზოგადად ”ტეხნიკა-მაშინები”, მიხვდებოდით, რაოდენ დიდ სიხარულს განვიცდი ამ ჟამს.
რაც უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია, უინდოუსის განახლებასთან ერთად ჩემს დაბეჩავებულ მობილურსაც ეშველა! მობილურის კომპიუტერთან სინქრონიზაციის პროგრამამ აღმოაჩინა, რომ მეკობრული უინდოუსი მქონდა და მუშაობაზედ უარი განაცხადა. ჰოდა, ახლა კიდევ, ახალ უინდოუსზე ჩემს ფეხებს (!) გაიგებს. მობილურიდან უკვე მშვიდობიანად და უომრად გადმოვწერე ყოველივე. ერთადერთი რაც დამრჩა, ჩემი საყვარელი თამაში ჩავწერო, მერე ოდესმე ოპერატიულიც გავაძლიერო ფინანსები რომ მომიგროვდება და ჩემი მისიაც შესრულებული იქნება.
P.S. მცირედი შესწორება, რომელიც არ შემიძლია არ შევიტანო. უინდოუსის გადაყენებაში ჩემი ჯგუფელი ერთობ ძლიერ დამეხმარა. ეს უნდა აღინიშნოს! მადლობა მას!
კვლავ ფროიდისეულ ამბებზე

სიმღერა განწყობისთვის 50-იანი წლებიდან. თავად მიხვდებით რაცაა.
წინა ფროიდისეული ამბავი შეგიძლიათ იხიოლთ აქ.
მას შემდეგ რაც ფლეიერი გამიოხრდა რადიო არის ჩემი ერთ-ერთი გამრთობი. ამას წინად გადავწყვიტე არხები გამეახლებინა. ყველა შენახული არხი წავშალე და თავიდან დავიწყე ძიება. ცხადია, ახალ საიში ჩემი ფავორიტი რადიოც მოხვდა. როდესაც ნაცნობი რადიოების სახელებს ვიხსენებდი, ამ რადიოს დასახელება ვერაფრით ვერ გავიხსენე. არადა, თითქმის ყოველთვის მას ვუსმენდი და მისი სახელიც არაერთხელ გამიგია. ერთადერთი, რაც გავიხსენე, იყო ის, რომ სახელი ”ჯ”-თი იწყებოდა და მთლიანად 4 ასოსგან შედგებოდა.
თუ ფროიდს დავეყრდნობით, ადამიანს სახელები და სიტყვები უმიზეზოდ არ ავიწყდება. იგი ამბობდა, რომ სახელის დავიწყება მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ იგი ისეთ მოგონებასთან ან აზრთან ასოცირდება, რომლის დროებით ან სრულიად დავიწყება სურს გონებას. ცხადია, ფროიდს ამაში ვერ შევედავები, რადგანაც საკუთარი გამოცდილებიდანაც ვიცი, არის სიტყვები და სახელები, რომლებიც ჭეშმარიტად არასასიამოვნო ამბებსა თუ აზრზებს მახსენებენ; მათი ჩამოთვლა რომ მთხოვოთ, ვერცერთს ვერ გავიხსნებ, რადგან ეს დამცავი მექანიზმია ჩემი ტვინისა ამ არასასიამოვნო მოგონებების წინააღმდეგ. ჩემს ფილოსოფიასაც ჩავამატებ და დავსძენ, ჩვენს ტვინს ”ბედნიერების ინსტინქტი” ჰქონია.
ერთი კვირის მერე, როდესაც ამ რადიოს რომ ვუსმენდი მისი სახელიც გამოაცხადეს. რაც არ უნდა საოცარი იყოს, იმ წამსვე მივხვდი, რატომაც დამავიწყდა იგი და რომ ფროიდი მართალი იყო (!).
რადიოს სახელი ჩემი ერთი ყოფილი მეგობრის მეტსახელს მაგონებს. ამ მეგობარმა არაერთხელ გამიცრუა იმედები და მასზე არც ისე კარგი მოგონებები დამრჩენია. ეს მეგობარი თავის მხრივ კიდევ ერთ სხვა მეგობართან ასოცირდება, რომელზეც ძალიან გაბრაზებული ვიყავი და ვარ; ამ ორივე მეგობარზე კი მახსენდება რამდენიმე ისტორია, რომელთა გახსენებაც არც ისე დიდ სიამოვნებას მგვრის. ასე რომ, ჩემს გონებას სწორედ უმოქმედია, როდესაც რადიოს სახელი სადღაც გადაკარგულში გადაუჩქმალავს და დავიწყებისთვის მიუცია.
აღშფოთებანი
ვინაიდან და რადგანაც დღეს არც ისე კარგ ხასიათზე ვარ, უნდა გამოვთქვა ჩემი აღშფოთებანი.
აღშფოთება 1: მიწისძვრა იყო ღამე და მე ვერაფერი გავიგე. მკვდარივით მძინავს. სამყაროს აღსასრულიც რომ იყოს, მაინც არ გამეღვიძება, ალბათ. არადა, რა სანახაობა გავმაზე: დაბნეული ოჯახი, აკაკანებული მეზობლები, დაპანიკებული მანდილოსნები… ეშმაკმაც დალახვროს!
აღშფოთება 2: ოთხი თვეა სამსახურს ვეძებ. ძლივს ვეღაც გამომეხმაურა და მე წასვლა არ მინდა (!). კვერცხიზმია და პარადოქსიზმი! ასეთი არაფერი მინახავს და გამიგია. ვიცი, ხანდახან იდიოტი ვარ (ხანდახან ყველა იდიოტია), მაგრამ ასეთი იდიოტიც თუ ვიყავი, არ მეგონა.
აღშფოთება 3: გუშინ მითხრეს, რეგისტრაცია საგნებზე დღეს 10 საათზე დაიწყებაო. 1-ლი დაიწყო და რეგისტრაციის გახსნას პირი ჯერ ისევ არ უჩანს. ეს რა ტრაკობაა? თუ არ იხსნება ამ 10 საათზე, რაღას ამბობ და თუ იხსნება და გახსენი რა! აი, სანამ ასე ხდება, მანამდე არ გვეშველება რა. უპასუხისმგებლო ფეხებზედაკიდული ქართული ორსაათიანი დაგვიანებები. ისე, ეგ რეგისტრაცია იდეაში 1 სექტემბერს რომ უნდა გახსნილიყო, არაუშავს და რამე?!
აღშფოთება 4: სამდე გასვლა მინდა და კაცი-შვილი არ მომყვება, ყველა დაკავებულია. რა არის, რა ყველა ერთდროულად დაკავდება ხოლმე ან მე მაინცდამაინც მაშინ რატომ ვთავისუფლდები, როცა ყველა დაკავებულია?!
აღშფოთება 5: ასე მგონია, რაღაც საქმე მაქვს დასამთავრებელი, მაგრამ ვერაფრით ვერ ვხვდები რა. თითქოს, რაღაც ისე არაა, როგორც უნდა იყოს. ესეც კიდევ ერთი ტრაკიზმი ჩემი ხასიათისთვის ერთობ დამახასიათებელი (ამის დედაც, ჯეკ, ტავტოლოგია). როგორც იტყვიან, ნემსებზე ვარ რა! რეგისტრაცია მინდა.
ფროიდისეული 1501

”ფროიდიზმით” დავინტერესდი ამ ბოლო დროს. ამიტომ არ შემიძლია, ერთი ჩანაწერი მაინც არ დავუთმო მას.
ადამიანი არაფერს არ აკეთებს უბრალოდ. ყველა მის ქცევას, უმნიშვნელოსაც კი, თავიზი მიზეზი და საბაბი აქვს. ასე თვლიდა ფროიდი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანს ნებისმიერი ერთი რიცხვის დასახელებას სთხოვ, ის რიცხვი სრულებით არ იქნება შემთხვევითი, არამედ დაკავშირებული ამ ადამიანის ცხოვრებაში მომხდარ სხვა მოვლენებთან. ამ რიცხვს ასე ადამიანი არა შეგენბულად, არამედ ქვეცნობიერად არჩევს. ამას დეტერმინიზმი ეწოდება.
მეც, რა თქმა უნდა, უკვე არაერთხელ ურწმუნო თომად წოდებულმა, ამის შემოწმება გადავწყვიტე, რადგანაც არ დავიჯერე, რომ ჩემი მომავალი მოქმედებები თუ ”შემთხვევით” არჩეული რიცხვები ასე ძლიერ შეიძლება იყვნენ ჩემი წარსულის გავლენის ქვეშ. Доверяй, но проверяй-ო, ნათქვამია.
დავასახელე რიცხვი 1501. თავიდან ვერ მივხვდი, საიდან შეიძლება მომსვლოდა იგი თავში. ვერანაირი მიზეზი ვერ მოვნახე. უკვე მზად ვიყავი დეტერმინიზმის თეორიაზე გამარჯვება აღმენიშნა, რომ უეცრად… ევრიკა!
ჩემი ერთი მეგობარი უკვე დიდი ხანია მანქანის გაყიდვას აპირებდა, რაშიც მეც ვიღებდი მცირედ მონაწილეობას. დღეს სწორედ ამ საქმეზე იყო წასული. როდესაც მანქანა გაიყიდა, დამირეკა და ეს ამბავიც მამცნო. ფასი არ მიკითხავს, თუმცა, ვიფიქრე, რომ 1500-ზე მეტად არ გაიყიდებოდა-მეთქი. ამაში თითქმის 100%-ით ვიყავი დარწმუნებული და მეგობრის ოდნავ მოჟამულმა ხმამ კიდევ უფრო დამარწმუნა (მას 2000-ად უნდოდა გაყიდვა). მის სახლში მისვლას დაველოდე, რომ დამერეკა და საქმის წარმართვის შესახებ მეკითხა. 2 საათში დავრეკე კიდეც. ვკითხე, რამდენი აიღე მანქანაში-მეთქი, მიპასუხა 1600-იო. ამ დროს, კარგად მახსოვს, ვთქვი: ”აი, რა მაგარი ვარ, ეგრეც ვიფიქრე, 1500-ად გაიყიდება-მეთქი! მარტო 1 ასი დოლარით ავცდი და ის 1-იც თითქმის არც ითვლება.”
1501-ში რიცხვი 1500 მანქანის ჩემეული ფასიდან ავიღე, ხოლო ზედმეტი 1 კი იმ აცდენილი ერთი 100 დოლარიდან. გამოდის, 1501 არანაირად არ იყო შემთხვევითი არჩევანი, არამედ, მართლაც რომ, დეტერმინიერბული უახლოეს წარსულში მომხდარით.
P.S. მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც გაქვთ უფლება ეჭვი შეიტანოთ დეტერმინიზმის თეორიის სისწორესა თუ ჩემ მიერ აქ მოყვანილ მსჯელობაში. აზრის სრული თავისუფლება მომინდვია თქვენთვის. თუმცა, ფაქტი ფაქტია, 1501=1500+1!
სიკეთის მართკუთხედი

ჩემ მიერ ახალაღმოჩენილი ჯგუფის სიმღერა: Akron/Family – River
მიუხედავად იმისა, რომ უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში საერთოდ არ ვაპირებდი ბლოგზე შემოსვლას და რამის დაწერას, რაღაცა ეშმაკის მანქანებით მაინც ავკრიფე ჩემი ბლოგის მისამართი და აღმოვაჩინე, რომ დათაგული ვიყავი ამ ჩანაწერში ლეონარდ შელბის მიერ, ვინც, თავის მხრივ, დოდკამ აი, ამ ჩანაწერში დათაგა. შეატყობდით, ალბათ, რაოდენ უნიჭო სათაური ავირჩიე… ვერაფერი სხვა ვერ მოვიფიქრე და რა მექნა აბა?!
ჰოდა, ქალამბია პიქჩერზ ი ნასკი ენტერტაინმენტ პრედსტავლიაიუტ 5 ბრძნულ ფიქრზ ჩემი ბავშვობიდან:
1. ჩემი ღრმა რწმენით კომოდში, ზალაში დიდი ტახტის ქვეშ და მე-5 სართულზე სადარბაზოში ცხოვრობდნენ ორი რაღაც შავი მოზრდილი ზომის ამებას მსგავსი ცხოველის ფორმის არსებანი, რომლებსაც მე ბუშტანს ვუწოდებდი და რომლებიც ერთობ საშიშნი იყვნენ თუ გააბრაზებდი. არცერთს სახე არ ჰქონდა და მხოლოდ ღამით გამოდიოდნენ.
2. ერთი პერიოდი მეგონა, აფხაზეთი ჩემი კორპუსიდან მარჯვნივ რომ მთა მოჩანს იმის გადაღმა იყო.
3. მეგონა, მთელი ცა ღმერთისგან შედგებოდა, რომელიც დედამიწას გარშემო შემოჰკვრია, მას იცავს და ხალხს დაჰყურებს. თუ კარგად დააკვირდებოდი, ბუნდოვნად დაინახავდი მის სილუეტს, თუმცა, რაც არ უნდა მაღლა ასულიყავი, მაინც ვერ მისწვდებოდი.
4. მჯეროდა, რომ ბებია და ბაბუას ოთახში უხილავი ჯარისკაცი ცხოვრობდა, რომელსაც მხოლოდ მე და ბებიაჩემი ვხედავდით და რომელიც თავის ომისეულ ისტორიებს ყვებოდა.
5. მეგონა, რომ ცხოვრება შეიძლება გრძელი სიზმარი იყოს; თუ კარგად მოინდომებ, გაიღვიძებ.
ბონუსი: როდესაც შუქი მიდიოდა ან არ იყო ხოლმე საღამოობით, მაგ დროს მეგონა, დინოზავრები იღვიძებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ისინი ათასობით წლის წინ გადაშენდნენ.
მაშ, ასე, ვთაგავ შემდეგ 3 ადამიანს:
პოლკოვნიკს, დალიელასა და ჯორჯ პაიკს! აბა, თქვენ იცით : D
Disclaimer: Now about copyright thing (მერე რომ არ შემომედავონ მუსიკის უფასო გავრცელებაში). I know that the track above is copyrighted. Yes, I do. However, I allow myself to post it here as a sample (so that people can listen to it and enjoy its pure beauty). But there are two rules: #1 delete after listening ; #2 abide rule #1! I am not responsible for the rest. Ask downloaders. That’s all, folks.
ლავ-სთორი ევალუ შენ
რამდენ რამეს არ წააწყდება ადამიანი ინტერნეტში! კიდობანია უძირო, საცავი უკიდეგანო (© წმინდა კოსმონავტი)! აი, სწორედ ახლა ინტერნეტში დავძვრებოდი რაიმე ზეღადაობის სანახავად და ღმერთმანი, ეს რას გადავაწყდი: პიკზოს მორიგ საიტს, სადაც ლავ-სთორიების მთელი არქივი იდვა! ამ სთორებიდან კი ერთ-ერთი გამოვარჩიე, რომელიც ახალი სტილის დამთესველად და ფუძემდებელად უნდა ჩავთვალოთ ქართულ ლიტერატურაში. თავადვე მიხვდებოდით, ალბათ, ავტორი სიყვარულის მორიგ ისტორიაზე მოგვითხრობს. ნაწარმოებს ”სხვა შეიყვარა” ჰქვია. იგი მთლიანად დიალოგის საშუალებითაა გადმოცემული და მასში თითქმის არანაირ თხრობას, გარდა დასასრულისა (სადაც, სიბრძნე უნდა ითქვას და სხვანაირად არ გამოვიდოდა) და ერთი-ორი საშუალედო სიტყვისა, არ აქვს ადგილი . ასევე, აქვე გვხვდება ე.წ. ღიმილაკები, რაც ერთობ გვეხმარება ნაწარმოების ემოციური მხარის უკეთ გაანალიზება-აღქმაში. დაკვირვებული მკითხველი იმასაც შეაჩნევს, რომ რეპლიკის წარმომთქმელთა ვინაობა გაუგებარია, არსად წერია. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ იგულისხმება, ყოველივე თავისთავად გასაგები უნდა იყოს! თუმცა, ხშირად გაუგებარია, საუბარი ორ ადამიანს შორის მიდის თუ სამ ან იქნებ საკუთარ თავთან?! სათაურიდანვე ვხვდებით, რომ საქმე გვაქვს კიდევ ერთი გატეხილი გულის, სავარაუდოდ, ბიჭის მიერ გოგოს უგულო გადაგდების ისტორიასთან. რაც თავიდანვე იპყრობს ჩვენს ყურადღებას, ესაა latinuri asoebit “comic sans”-ით დაწერილი ქართული ტექსტი. ასეთი ვიზუალური მხარე გვიქმნის განწყობას, თითქოს მთელი ისტორია მობილურშია დაწერილი და შემდეგ ესემესის საშუალებით გავრცელებული ან ავტორს უბრალოდ ქართული შრიფტი არ ჰქონდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ინოვატორი ავტორი ანონიმურობას ამჯობინებს. ჩვენ არათუ არ ვიცით მისი ვინაობა, არამედ არც სქესი (რაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, მდედრობითი უნდა იყოს) . თავი რომ არ შეგაწყონოთ ბევრი საუბრით, მთელ მოთხრობას აქ წარმოგიდგენთ, რადგან ის პიკზოს საიტი შეიძლება ნებისმიერ დროს გაანადგურონ და ყოველივე უკვალოდ დაიკარგოს.
…sxva sheiyvara…
istoriis gakveTilia. ismis mobiluris xma.
- au nikas movklav! : |
- qeT isev mogwera? : )
- au ukve momabezra Tavi.
- kai ra xo ici mowonxar!…
- au mari nervebs nu miSli! :@
…………………………………………………………………..2 dRis Semdeg
- mari rava xar sicocxle?
- me kargad da Sen ram gagaxara?
- mari nika gadavida! au ra kaia : )
- gixaria? amaSi kargi ra aris?
- kai ra! nuTu davisvene! gadavidaaaa : )
- es imas ar niSnavs, rom aRar eyvarebi
- aba ras niSnavs Seni azriT? gadavida sxva Seuyvardeba da me damiviwyebs.
- pirveli adamiani xar mgoni visa car uxaria, rom siyvaruli ewvia!
- ara es Cemi siyvaruli araa, es nikas siyvarulia, romelic me ar mWirdeba!
- kai aba qeT me unda wavide, mara erT megobrul rCevas getyvi da gTxov gaiTvaliswine.
- xo gismen…
- gaufrTxildi nikas siyvaruls…!
- ukeTesi iqneboda araferi geTqva…
- me girCie!
- aRar midixar mari?
- PK!
- PK…
…………………………………………………………………..3 kviris Semdeg
- Hi mari!
- Hi! : ) rogor xar?
- ravi aba, raRac mowyenili var! : (
- rato?
- ar vici TiTqos Cemi cxovreba Seicvala, raRac erTferovani gaxda!
- nikas gulisTvis xom ara?
- ra nika aRarc maxsovs…
- aRar gwers?
- ara! mara me mivwer axla… mere dagirekav PK!!! :*
- Chao aba Sen ici
…………………………………………………………………..imave dRes
- Hi nika rogor xar?
- va qeTi ukve kargad, Sen?
- ravi mec! albaT SeeCvie klass?
- xo ravi…
- ar genatrebiT?
- magas ra kiTxva unda ra Tqma unda…
- daumegobrdi bavSvebs?
- biWebs isera raRac ucnaurebi arian : D … mara kargi gogoebi arian!
- xoo?
- xo… erTi gogo dz lamazia yvelas is moswons, mara aravis ar aqcevs yuradRebas (arafers ar gagonebs?)
- ras unda magonebdes?
- ara arafers daiviwye…
- ukve daviviwye. xo kai me waval PK!
- PK! xSirad momwere xolme! :*
…………………………………………………………………..1 saaTis Semdeg
- alio…
- alio xo qeT ra qeni elaparake?
- ki…
- mere ra giTxra?
- araferi iseTi… isa Sen ro ambobdi mainc eyvarebio ukve sxva moswonbia…
- xoo? viin?
- ravi me mara miTxra lamazia, yvelas eg moswonso, mara yuradgebas aravis ar aqcevso…
- aaaa kid era giTxra?
- mere miTxra (arafers ar gagonebso?) me ver mivxvdi da Sen?
- suleli xar ra! anu Sen gigulisxma…
- ui ar magaze ar davfiqrebulvar… :S
- aha me yovelTvis marTali var isev uyvarxar…!
- oooo kai ra! au me wavedi… gakoce bevrjer :*
- PK!.. :*
………………………………………………………………….. 2kviris Semdeg
- Hi qeTi rogor xar?
rato ar mwer?
au momwere ra!…
qeT rame gewyina?
ha gewyina rame?
au Tu rame gewyina is mainc momwere!
kargi PK…
…………………………………………………………………..male
- qeTi nika melaparakeboda… rat oar werdi?
- au qeT mobiluri gamifuWda ra vqna? magas kide gonia ro nawyeni var! au
- ra girCio aba!
- aba mabilniks rodos gavaketeb ra vici me…
…………………………………………………………………..1 Tvis Semdeg
- mari gavakete mobilur
- kaia!
- kai axla PK nikas unda mivwero!
…………………………………………………………………..male
- Hi!
vici ar momwer albaT nawyeni xar… bobiluri gafuWebuli mqonda d aver gwerdi!..
- marTla?
- marTla…
- me megona nawyeni iyavi! au dz magaria! mara axla ar mcalia mere mogwer PK…
- aaa kai PK…!
…………………………………………………………………..meore dRes
- Hi!
- au ar gagitydes axla ver mogwer kinos vuyureb!
- kai nik ro moicli maSin momwere!
…………………………………………………………………..mesame dRes
- aq xar?
nika aq xar?
au momwere ra…
- aaa qeTi Sen xar? au axla megobarTan mivdivar da mere mogwer!
- nika roca gwer sul sadRac midixar!
- ubralod ar mcalia! au wavedi ra PK!
………………………………………………………………..meoTxe dRe
- Hi!
rato ar mwer?
aaa damaviwyda sadRac midixar xo?
ehhh neta rato gwer?
PK nika samudamod!
…………………………………………………………………..imave dRes
- mari swori viyavi nikaze!
- rato?
- agar mwers sul sadRac midis damiviwya!
- alba Tar ecala!
- ici? raRac isea maqvs…
- gismen…
- ra da, axal skype-s Sevqmni! davirqmev nebismieri gogos saxels! nikas mivwer da… danarCens TviTon naxav!…
……………………………………………………………….. imave dRes
- aha eseigi sofo… wava ra…
- xo kai daviwyoT!
……………………………………………………………………
- Hi nika!
- Hi!
- ramdenis xar?
- 15-is Sen?
- me 16-is….
- va Cemze didi xar?
- egre gamodis…
nikam da qeTim didxans ilaparakes!
- nik 5 wuTiT gaval xo arsad ar midixar?
- ara dRes mTeli Rame aq viqnebi :*
- kai maSin damelode : D
- ramden xansac ginda!
…………………………………………………………………..
- Hi! nika qeTa var! gcalia?
- au qeTi axla gavige Cemi Zmakaci Turme daWres da saavadmyofoSi mivdivar!
- meti veraferi moifiqre?
- ara simarTlea qeT ar gatyueb…
- pk!
- pkpk!
…………………………………………………………………..
- movedi nika!
- va sofo sad iyavi?
- Cem Zvel megobars velaparake romelmac axlaxans momatyua ro saavadmyofoSi midioda!
- ver gavige!
- rato sixa? midi gaiqeci ZmakacTan!!!
- vin ZmakacTan?
- Sen ra suleli yofilxar! ra arsad ar midixar?
- ara!
- aba qeTis rato moatyue?
- Sen vin xar qetasi?
- Zveli megobari!
- radgan Zveli getyvi! xo ravi adre momwonda da axla ara!
- rato?
- ravi aba is mainc verasodes Semiyvarebda da jobia daviviwyo!
- minda giTxra ro araraoba xar!….
- raa?
- xo sulelo qeTa var!!!!!!!!!!!!!
- qeTa daica ver gavige raRac…
- xoo? sainteresoa! eseigi damiviwye ara? moRalate xar da meti araferi!
- me var moRalate? mTeli cxovreba yuradRebas ar maqcevdi da me Sen ver dagelodebodi!
ara nika damnaSave ar iyo, magram gana qeTaa damnaSave? qeTa yuradRebas ar aqcevda nikas mara rodesac gadavida gulSi raRac sicariele igrZno! iqneb uyvarda? magram sad iyo es grZnoba aqamde? ratom iyo damaluli? gamoCnda bolos magram ukve gviani iyo, Zalian gviani!!!
fiqrob masze, ocnebob masze, itanjebi misTvis, gana esaa siyvaruli?
ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ
სიმღერა პატრიოტული განწყობისთვინ: ირაკლი ჩარკვიანი – საქართველო
ამ გამოთქმის ნამდვილი არსი მაშინ გავიგე, როდესაც წინა წლის აგვისტოში ის, რასაც ჩვენ ომს ვუწოდებთ, დამთავრდა. მაშინ მართლა შემეშინდა მშვიდობის. შემეშინდა რა, ობობაზე მეტად არ შემშინებია, მაგრამ მაინც იყო რაღაც, რაც არ მესიამოვნა ამ ”მშვიდობაში”, თუ საერთოდ ასე შეიძლება ჩვენს ამჟამინდელ მდგომარეობას ეწოდოს. როგორც რუსები ამბობენ ხოლმე, перед бурей затихло-ო.
თითქოს ერთი წელი დიდი დროა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, გუშინ არ იყო გორი რომ დაბომბეს?! ომთან დაკავშირებით ვის არ აქვს ისტორიები. დაჟე მეც კი, ვინც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ თბილისს ვერ გასცდა იმ წელს ვერც დასასვენებლად და ვერ საგმირო საქმეთა ჩასადენად. ისტორიები რა, სხვისი მოყოლილები უფროა.
როდესაც რუსები გორში შემოსულან და მაგისტრალი გადაუკეთავთ, ჩემი ერთი მეგობარი რაჭაში ისვენებდა. გახსოვთ, ალბათ, ხალხში ერთობ ძლიერი პანიკა ატყდა მაგ დროს. ბუნებრივი რეაქციაა, ომის ყველას ეშინია. ჩემი მეზობლები საერთოდ გაიქცნენ იმ დღესვე. ბაბუაჩემის დამ, რომელიც ვაჟაზე ცხოვრობს, დარეკა: დია, რა გვეშველება აწიო (იმერელია)?! ამ ჩემს მეგობარსაც მაგრად შეშინებია. რაჭაში დეიდამისთან იყო, მთელი ოჯახი კი თბილისში ჰყავდა. დაუწყია, თურმე, ჩამორეკვა მეგობარ-ამხანაგებში, სანამ ჯეოსელი იჭერსო, ყველას ემშვიდობებოდა, ვეღარ გნახავთ, ალბათ და ძალიან მიყვარხართ ყველაო. თურმე, ჩემთან დარეკვასაც აპირებდა, მაგრამ მაგის ბედი, რომ გადაიფიქრა!!! მილანძღვას ვერ გადამირჩებოდა: ”რა დროს დამშვიდობებაა, შენ შიგ ხომ არ გაქვს-მეთქი” იქნებოდა ჩემი პასუხი. თვითონაც მითხრა მერე, ვიცოდი რომ მიმალანძღავდი, მომერიდა და აღარ დაგირეკეო…
უკვე თითქმის 10 წელია, ჩვენთან ერთი მემაწვნე დადის. მაწონი მოაქვს, რძის პროდუქტები, კვერცხები, ოღონდ ბუს არა, ქათმის. ერთ სოფელში ცხოვრობს. ის ყვებოდა, ომიანობისას რუსების ვერტმფრენი მოფრენილა ჩვენთან მდელოზეო. ამ მდელოზე ხანში შესული მწყემსი იყო ერთი და ძროხებს თუ ცხვრებს მწყემსავდა. არ ვიცი ამ რუსებს რა ჰქონდათ თავში, მაგრამ ტყვიამფრქვევი დაუმიზნებიათ ამ საცოდავი გლეხისთვის, ოღონდ ჯერ არ ესროდნენ. ამ კაცმაც რომ დაინახა ვერტმფრენი, ზედ რუსები და პლიუს დამიზნებული ტყვიამფრქვევი, შეშინებია და გაგქცეულა საპირისპირო მიმართულებით. ვერტმფრენმაც შემოუფრინა, ისევ წინ დაუდგა და დამიზნება დაუწყო. ახლა სხვა მიმართულებით გაიქცა ეს კაცი. მოკლედ, არბენინეს ასე მთელი მდელო და ბოლოს სოფლეში რომ ჩაირბინა, მოეშვნენ. აქოშინებული მწყემსი ძლივს მოუსულიერებიათ.
შემოდგომა იქნებოდა, ის დრო, როდესაც ომის ამბები ჯერ ისევ აქტუალური იყო. ჩემს ინგლისურის მასწავლებელთან, რომელთანაც ეროვნულების ჩაბარებამდე დავდიოდი, მისული ვიაყვი, რათა TOEFL-თან დაკავშირებით რჩევები მეკითხა. იქ ვეღაც გოგობი დამხვდნენ, ინგლისურში ემზადებოდნენ. ვაკელები იყვნენ. რანაირად და როგორ არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთ გოგოს საუბარი გავუბი და ამ გოგომაც თავისი ომისეული ისტორია მომიყვა, რაც მთავარია საინტერესოდ ყვებოდა. ომი რომ დაწყებულა, მაგ დროს, თურმე, დაქალებთან ერთად ავსტრიაში თუ სადღაც ევროპაში დასასვენებლად იყო წასული. იქ საერთოდ არ აშუქებდნენ რა ხდებოდა საქართველოში (ან უბრალოდ ავსტრიული არ ესმოდათ იმ გოგოებს) და დასაწყისში არავის წარმოდგენა არ ჰქონდა ომზე. ერთხელაც ერთ-ერთი დაქალისთვის ვეღაცას მიუწერია მტშ-თი (მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ომი დაიწყოო და მისთ მსგავსნი. თავიდან არ დაიჯერეს, რა ომი, რა სისულელეაო?! ამ გოგომაც დედას თბილისში დაურეკა დასაზუსტებლად და დედაც რას ეტყოდა, თუ არა ყველაფერი რიგზეა, არ ინერვიულოთო. არადა, ამ დროს რუსები გორში მიდიოდნენ უკვე და ხალხი აზერბაიჯანში გარბოდა. მერე ვეღაც იქაურმა ქართველმა თუ ჩასულმა, უთხრა გოგოებს სინამდვილეში რაც ხდებოდა; ერთ-ერთი დაქალის დედას პანიკა აუტეხავს (ეს მაშინ, რუსები რომ გორში შევიდნენ უკვე), ყოველ წუთში ურეკავდა და ძალიან შეშინებული იყო. ყველაფერი გაიგეს იმ დღეს გოგოებმა. ჩამოსვლა უნდოდათ, მაგრამ რეისები არ იყო საერთოდ. აბა, საქართველოში თვითმფრინავს რომელი ჭკუათმყოფელი გააჭაჭანებდა იმ დროს?! დაქალის პანიკიორმა დედამ ისე შეაშინა გოგოები, რომ იფიქრეს, აღარ არის საქართველო, რუსეთს კი კიდევ ერთი ზედმეტი ტერიტორია შემატებიაო. ფულის შეგროვება დაიწყეს, დაბრუნების იმედი აღარ ჰქონდათ. გიგი წერეთელისთვის თუ სხვა თანამდებობის პირისთვის დაურეკვას ამ გოგოს დედას (ოჰ, ოჰ, ეს ნაცნობობა), ბავშვებს მიმიხედეო. მერე, ყველაფერი რომ მორჩა, მშვიდობიანად ჩამოვიდნენ.
ჩემი სკოლისდროინდელი კლასელის ძმები რეზერვისტები არიან, ამიტომაც ომის პერიოდში გორში წასვლა მოუწიათ. ორი უდარდელი ბიჭია, ხშირად ხუმრობენ და ადამიანის გახალისება კარგად ეხერხებათ. გორში არაერთი რეზერვისტი წაიყვანეს მაშინ, მაგრამ რეზერვისტთა დანაყოფები, ვაი, რომ ძალიან არაორგანიზებული იყო. გორში ჩასული ბიჭები ამ ქალაქს არ გაცდენიან. იქ ჯერ კიდევ მაშინ ჩავიდნენ, სანამ გორის დაბომბვა დაიწყებოდა. თავიდან სიმშვიდე იყო. წუთი-წუთზე ომის დამთავრებასაც ელოდნენ, როდესაც პირველი ბომბი ჩამოვარდა; ნამდვილი არეულობაც სწორედ მაშინ დაიწყო. აირივნენ ხალხი. ხან რას ეფარებოდნენ, ხან რას რუსის ბომბდამშენებს რომ არ დაეხანათ. მერე რეზერვისტების ერთი ნაწილი კორპუსში შევარდნილა დასამალად. ძმები და კიდევ რამდენიმე გარეთ დარჩენილან, ხეების ქვეშ იდგნენ და ჯერ კორპუსში გადარბენას ვერ ბედავდნენ. ამ დროს იმ კორპუსს, სადაც სხვები იყვნენ თავშეფარებულნი, ბომბი დაეცა და სულ ჩახოცა იქ მყოფნი.
ერთადერთი, რასაც ახლა ვფიქრობ ესაა, მაგრად გადავრჩით აგვისტოში. ის, ვინც წავიდა ამ ომში იმ განწყობით, რომ საქართველოს დაიცავდა, საოცარი ადამიანია და უდიდესი პატივისცემის ღირსია. არადა, რამდენი იყო, ვინც ფარ-ხმალი ეგრევე დაყარა და მზად იყო რუსებს დანებებოდა. ასეთი განწყობა რომ გვაქვს, უნდა გაგვიკვირდეს, რომ ასეთ დღეში ვართ?! სამშობლო სახლივითაა. სახლში რომ ვინმე შემოგივარდეთ და გითხრათ, გააჯვი აქედან, დღეიდან ეს ჩემი სახლიაო, აიკრავთ გუდა-ნაბადს და ჩუმად გააჯვამთ თუ ერთი კარგად შემოუბათქუნებთ იმ თავხედს და იქეთ გააჯმევინებთ? მგონი მეორეს უფრო იზამთ, იმიტომ რომ ეგ სახლი თქვენი ფულით და ალბათ, დიდი შრომითაც გაქვთ მოპოვებული. საქართველო კი, კარგია თუ ცუდია, თქვენი წინაპრების სისხლითაა დღემდე მოტანილი. თქვენ თქვენი სახლი უფრო ძვირად გიღირთ, ვიდრე სამშობლო? ბევრისგან მსმენია, როგორ აგინებენ საქართველოს, მის ხალხსა და ტრადიციებს. ეს მაგინებლებიც თავად ქართველები არიან: რა არის, ეს რა ქვეყანაა, ქალი კაცთან ვერ მისულა, ღვინოში და ხინკლის წვენშია ყველა ჩამთვრალიო. მერე რომ არ მოგწონს, რას მიკეთებ, ეს რომ გამოასწორო? გაანძრიე ტრაკი, ჯერ მარტო იქნები, მერე კი სადაც ერთი კაცია, იქ სხვებიც მოვლენ. ამერიკა და ევროპა არ გიშველიან. ყველას თავისი პრობლემა აქვს, კიდევ შენზე რომ არ იფიქროს. ჰო, დაგიჭერენ მხარს, წაგახალისებენ, მაგრამ მთავარი საქმე ისევ შენი გასაკეთებელია. ტრაკის განძრევა არავის უნდა, კარგი ევროპული საქართველო – ყველას. მეც მინდა ბილ გეიტსის ქონების მეოთხედი; მაგრამ თუ ტრაკი არ გავანძრიე ამისთვის, გეიტსი თავისი ნებით არ გადმომირიცხავს ანგარიშზე თავის მილარდებს. არა? არა?!

5 comments